გამარჯობა მეგობრებო, იმედია ყველა ჯანმრთელად და კარგად ხართ. ვიცი ასეთი ტიპის თემები პერიოდულად იხსნება ხოლმე მაგრამ ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, სიტუაცია და ფასები მეტ-ნაკლებად შეცვლილია.
მინდა მანქანის შეძენა 4000$მდე ან განუბაჟებელი თუ იქნება მაქს 300$ სხვაობა რომ იყოს, რომ სექტემბრამდე შევკრა.
არ არის ჩემთვის პირველი მანქანა, არ მინდა საგონკაოდ და სადრიფტაოდ.
რულს იდეაში აზრი არ აქვს მაგრამ სასურველია მარცხენა საჭე.
ტრანსმისია ტიპტრონიკი/ავტომატიკია
ამ ფასში ვფიქრობ - ფორდ ფოკუსი/ფორდ ფიესტა (მაგრამ კარობკის გამო ცოტა თავს ვიკავებ)
ჰონდა ფიტი/ტოიოტა აქუა - მაგრამ ამ ორიდან ალბათ უფრო ჰონდა, მაგრამ თან მარჯვენა საჭე აღარ მინდა თან რავი დიდად არ მომწონს არც ერთი.
პასატი ან ჯეტა 2008-9 წლიანი (ამაზე აქ დამიწერეს ეგ რატო უნდა იყიდოო და ცოტა დეტალურად რო დამიწეროთ რა პრობლემები ახასიათებთ)
სხვა მანქანებსაც განვიხილავ სიამოვნებით, თუკი რამეს მირჩევთ.
წვა რა თქმა უნდა რაც უფრო ცოტა ექნება უკეთესი მაგრამ 10-12 ლიტრსაც ავიტან რო რამე.
ასევე თუ ვინმეს გყავთ ამ ფასში მანქანა, მომწერეთ და განვიხილავ.
ასევე ბევრი განცახდება შემხვდა, ეხლა რომ შემოდის კონტეინერი ან უკვე ფოთში/ბათუმში რომაა და იაფად რომ ყიდიან, გაკეთებიანად თუ ჩავეტიე 4ში შეიძლება ეგრეც ვიყიდო რამე.
მადლობა წინასწარ და დიდი სიამოვნებით მოვისმენ ყველას აზრს