წეღან დასაწოლად რომ გავემზადე (გავემზადე რა - გავიხადე), ღია ფანჯარასთან მივედი, ხის რაფაზე ჩამოვეყრდენი და ნაწვიმარი ჰაერი შევისუნთქე... არავის და არაფრის ხმა არ ისმის აქ, მხოლოდ 20 მეტრიანი ხეების ჩრდილები, სველი წიწვებისა და მიწის სურნელის ნაზავი და ბუებისა და ჭოტების ხმა... აი ამ დროს მოწოლილი გრძნობები შეუდარებელია პირდაპირი გაგებით..