ბიბლიის თანახმად, შეცვლა, დაბადება, ხელახლა შობა, სულიწმინდით ნათლობა, აუცილებელი წინაპირობაა გარდაცვალების შემდგომ ღვთის საუფლოში დასამკვიდრებლად. გავიხსენოთ იოანე მახარობლის მესამე თავი:
3. ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს.
4. უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს?
5. მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში.
6. ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული.
7. ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი.
8. ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც.
ეს მოვლენა შეუძლებელი რომ იყოს, არ მოგვიწოდებდა ქრისტე ამისკენ. თანაც საკუთარი თვალითაც მინახავს მოხუცებულობაში დაბადებული ადამიანი.

ადამიანს არ აქვს სურვილი, თორემ ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს არა ტოროლა.
ჰუმანისტებისა და ლიბერალების შემოგდებული ბაზარია, რაცა ვარ, ესა ვარ, მიმიღე. გიყვარდე, როგორიც ვარ და ნუ ეცდები ჩემს შეცვლას.

მე ქრისტიანულ მსოფლმხედველობას ვანიჭებ უპირატესობას.
This post has been edited by ბანჯოო on 23 Sep 2020, 21:03