
ინსტაგრამის ინფლუენსერი, შეთავსებით პორნოვარსკვლავი ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა ამ კრიზისის პერიოდში.
განა რომელ მუშაკ ქალს არ განუცდია იგივე მომენტი, ბევრი იმედგაცრუება ბალზაკსაც აუსახავს თავის წიგნში, მაგრამ ეს მგონი მაინც საყურადღებოა რამოდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე:
1. ეს გოგო თავს ინსტაგრამის ინფლუენსერად აღიქვამს.
2. ყველაფერ იმას, რასაც აკეთებს, უცხო საგნების თავის ორგანიზმში შეყოფას და ორგაზმის იმიტაციას, თავის ნიჭად, ტალანტად აღიქვამს.
3. აშკარაა, რომ თავს არ თვლის მეძავად.
ანუ როგორ გამოგონილ სამყაროში და ილუზიებში ცხოვრობს, სადაც თავს ინფლუენსერად აღიქვამს, თავს ბომონდის წევრად მიიჩნევს, სოც. პირამიდის აპექსზე მოისაზრებს თავის თავს და ამ დროს ასე უმოწყალოდ ეცლება ეკონომიკური კეთილდღეობის და უსაფრთხოების წყარო. აცნობიერებს რომ ილუზიებში უცხოვრია და ყველაფერი ეს წარმავალი და იყო. ის დრო რაც განცხრომაში გაატარა და ის დრო, რაც არ დაუთმო რაიმე უნარჩვევის განვითარებას, პიროვნების ჩამოყალიბებას, განათლებას და ა.შ., ასე ერთბაშად ძმრად ამოუვიდა ცხვირში. რა თქმა უნდა ასეთი მოვლენა ახალი არ არის, მაგრამ ციფრული სამყაროს და სოციალური ქსელების გარემოში მაინც სხვა ელფერს იღებს. უფრო მძაფრთება
მაგრამ საქმე რაშია: მეძავი, არამეძავი, ყველას გვაქვს ასეთი ინფანტილური წარმოდგენები ცხოვრებაზე და ყველაზე ცუდ მომენტში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ილუზიებში გვიცხოვრია. ამიტომ მგელი უნდა იყო ადამიანი სულით მგელი


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «