ზოგადად, ბანაობას, ხელის ბანვას და ეგეთებს რო ეხება, მაგაში საერთოდ არავის ჩამოვუვარდები. მაგრამ ძალიან უწესრიგო ვარ.
ოთახი კიარა საღორე მაქვს, მართლა სერიოზული საღორე.
მარტივად ავხსნი: შემოვალ სახლში, გავიხდი დედაჩემის გაუთოებულ, გარეცხილ ტანსაცმელს და ეგრევე ინსტინქტურად ძირს ვყრი, იატაკზე შემიძლია მეყაროს ყველაზე გამორჩეული და კარგი ტანსაცმელიც. ვაბიჩოკებ სიგარეტს დარჩენილ პურის ნაჭრებზე და თავშიც არ მომდის, რომ საფერფლე არსებობს ამისთვის. თუთუნი მიმოფანტული მაქვს მთელ მაგიდაზე, და ყავა ან საჭმელი რომ მომაქვს, ხელით გადავხვეტავ კუთხეებში თუთუნს, მერე ისევ მოვხვეტავ, ყოველ ყავაზე ახალ ჭიქას ვხმარობ და დღის ბოლოს სადღაც 6-7 ჭიქა მიგდია მაგიდაზე ყველა დათხვრილი, თეფშებს მაგიდის ბოლოში რაღაც ყუთზე ვალაგებ, ასევე ჭიქებსაც, და ბოლო კვირაში ორი დავამტვრიე, გადმომივარდა. კანფეტის ნაფცქვენებს, სიტყვაზე ფორთოხლის ნაფცქვენებს მაგიდაზე ვტოვებ და 1 თვე ისე გავა არ გავიტან, ფერფლები მაგიდაზე ყრია და არ ვწმენდ. თუ გამიტკბილიანდა მაგიდა, არ ვწმენდ. დაგროვილი მაქვს ბოთლები. ბიჩოკები ყველგან.
ვინმე მიახლოებით ასე ხართ?
მეკაიფეთ თუ გინდათ, მაგრამ რეალურად ბინძური არ ვარ, როგორიცაა დაუბანლობა ან რამე ეგეთი. უბრალოდ პირობებში მოუწესრიგებელი ვარ, თვითონ გარემოს მხრივ, რო აი რას გავს საარსებო გარემო. აი ძალიან მოუწესრიგებელი, მაგრამ უბრალოდ არ მაწუხებს, აი წუხილის მომენტი არ მაქვს.
რისი ბრალი შეიძლება იყოს? იქნებ გენიოსები ყველა ესეთები არიან უმეტესობა? სხვაგან არ ვიქცევი ესე, სტუმრად მაგალითად მაგრამ მაინც, როგორ გამოვასწორო?
მირჩიეთ.

gnossienne - n. a moment of awareness that someone you’ve known for years still has a private and mysterious inner life, and somewhere in the hallways of their personality is a door locked from the inside, a stairway leading to a wing of the house that you’ve never fully explored.