http://www.newposts.ge/?l=G&id=27327ბერას „უნიჭოდ“ მოხსენიების გამო გოგოს დაურეკეს და „ენის ძირში ამოძრობით“ დაემუქრნენ (აუდიო)უცნობი მამაკაცი გოგონას მუქარის ტონით ესაუბრებოდა და „მამამისის ყვ**ით დაკიდებას“ ჰპირდებოდა, რადგან ის „შვილს ვერ აკონტროლებს“.იმის გამო, რომ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მომღერალი ბერა ივანიშვილი მოიხსენია, როგორც „უნიჭო“, 18 წლის გოგოს რამდენჯერმე დაურეკეს და დაემუქრნენ.
„ფეისბუქის“ მომხმარებელმა საუბრის ნაწილი ჩაიწერა. „ნიუპოსტი“ ამ საუბრის გაშიფრულ, უცვლელ ვარიანტს და თავად აუდიომასალას გთავაზობთ:
„შენნაირ უზრდელებს ენას ვაძრობ ძირში, ამხელა კაცი შევწუხდი და გირკავ, შე უზნეო გოგო, ვინც ბერას კაცობაზე ლაპარაკობს იმის დედა შევ**ი!
ბოდიშს არ ვითხოვ, იმიტომ, რომ შენნაირ უზრდელთან ბოდიშს არასდროს არ მოვითხოვ, ეგ ერთი.
ამ კაცს ისეთი ხალხი სცემს პატივს რომ შენ არ დაგესიზმრება, ასე ზემოდან კი არ გელაპარაკები, იმსახურებ და იმიტომ გელაპარაკები. ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს რომ არ დაიმსახუროს ასეთი სიტყვებით მიმართვა, გაიგე? გინდა გოგო იყოს, გინდა ბიჭი.
ეს კაცი კაცურად ცხოვრობს და ადამიანურად ცხოვრობს, გვერდით არც ბოზები ყავს და არც პ**ჭი კაცები. ყავს გვერდზე ნორმალური ძმაკაცები და ნორმალური დაიკოები და შენი კონკრეტულად, შენი ტრ**ის საქმე არაა, ვისთან ერთად დაჯდება სუფრაზე და სურათს გადაიღებს და ა.შ.
კაცია და ქალიც ეყოლება და ქალებშიც გაივლის, თუ გინდა გასკდი ახლა გულზე, ეგ რომ ესეა, მარა კაცია და ვაჟკაცია. ნუცა არის დაიკო ჩვენი და მაგისთვის ენა გაქვს ამოსაგლეჯი და ჩამოსაკიდებელი.
„პროსტა“ მეც სულელი ვარ ეხლა, მე მამაშენთან მინდა საუბარი ძალიან სერიოზულად, რომ „პროსტა“ ყურადღებას არ გაქცვს, ასეთი ცალტვინა შვილი რომ ჰყავს?
„პროსტა“, აღელვების ნიადაგზე ვრეკავთ, მამაშენს ყურები აქვს დასახევი მარტო იმის გამო, რომ ამხელა გოგოს წაგიგდია ენა და ვერ გაკონტროლებს.
მშობლები გყავს საერთოდ შენ? კარგად ჩაიწერე. ხარვეზით ხო არ მოდის ჩემი ხმა?
...
ეხა შენ მოგაწვები მე კაი ადგილზე, შენი დედა შე**ცი! ენა მოსაჭრელი გაქვს ძირში. ყ** არ მომჭამო ძირში. დედას მო***ყნავ, მეორედ მამაშენს ჩამოვკიდებ ყვე***ბით, რომ შვილად ვერ გზრდის.
შენი რამე დაწერილი არ გავიგონო, თორემ ხელებს მიგატეხავ, შენი დედა მ***ნ, შენი.“
აუდიოჩანაწერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე „ფეისბუქზე“ აქვეყნებს და წერს:
„ფეისბუკის ერთერთმა 18 წლის იუზერმა, თავის კედელზე დაწერა რომ ბერა უნიჭო მომღერალია, თუ რაღაც მსგავსი...
ამის შემდეგ, ბერას სტუდიიდან მას რამოდენიმეჯერ დაურეკეს. ბოლოს დაურეკა მარიამ კალაძემ და უთხრა, რომ ერთერთ პიროვნებას საუბარი სურდა...“
-----------------------------
აი ამას ვერც ერთი მთავრობა ვერ შეცვლის ამ ქვეყანაში. ერია ნატურალურად აგრესიული.
ოღონდ ვინმე აცემინე, დედა აგინებინე, სიტუაცია დაუძაბე, ჩაცუცქვის პატარა მიზეზი მიეცი და თუნდაც 3 წლის გოგოსთან მივა საქმის გასარჩევად
==============
დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!