გამარჯობა პატივცემულო ფორუმის წევრებო,
არის სახლი თბილისის მახლობლად მდებარე სააგარაკე დასახლებაში. ტერიტორია დახრილია ასე რომ ყოველი შემდგომი სახლი წინაზე დაბლა დგას. სახლი რომლითაც ვარ დაინტერესებული აგებულია დიდი ხნის წინ თუმცა წლების განმავლობაში რამდენადაც ვიცი დაუსრულებელ მდგომარეობაში იყო. ახლანდელმა მეპატრონებ რამდენიმე წლის წინ შეიძინა და გაარემონდა.
ახლა პრობლემა რაში მდგომარეობს, სახლის პირველ სართულზე, რომელიც სახლის წინიდან ნახევრად მიწის დონეზე დაბლაა უკნიდან კი სრულად, წვიმის დროს "დგება წყალი". ძლიერი წვიმის დროს როგორც პატრონმა თქვა წყალი 5-10 სანტიმეტრზე ამოსულა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მეპატრონეს შუა ოთახში დიდი ორმო აქვს ამოთხრილი (სურათებზე ჩანს). ზუსტად ამ ორმოს გამო გავიგე პრობლემის შესახებ. ოთახს სხვა არაფერი ეტყობა. სახლი ვნახე გუშინ და ის წყალი რაც შიგნითაა მეპატრონემ ამ დღეებში რომ წვიმები იყო იმით ახსნა. რამდენიმე მშრალი დღის მერე წყალი თავისით გაიწოვებაო.
მეპატრონებ სახლის უკნიდან ვგეგმავდიო დრენაჟის მოწყობს. ეს ორმო რომ ამოთხარა მანდაც ალბათ რმე წყლის გამოწოვის მოწყობა უნდოდა.
ახლა ჩემი კითხვა რაშია, იმის გათვალისწინებით რომ სახლი ძველი აგებულია და არც ბზარები აქვს და თან რომ დგას, რამდენად პრობლემატურია ეს საკითხი? როგორ და რამდენად მარტივად არის მოგვარებადი? ჯობია მოვერიდო ამ სახლს თუ გამოვიყენო პრობლემა ფასზე მოლაპარაკებაში?
დარწმუნებული ვარ ფრუმზე ხართ გამოცდილი მშენებლები. გთხოვთ გამიწიოთ წინასწარი კონსულტაცია. ბუნებრივია დაზუსტებულად სატქმელად სახლი უნდა ინახოს და თუ ამისთვისაც მირჩევთ ვინმეს კარგი იქნება. თუმცა შეიძლება ეს ისეთი წუნია რომ სახლის ყიდვა არ ღირს...
წინასწარ მადლობა!
* * *
კიდევ ერთი სურათი
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)