საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ორსართულიან საკონფერენციო დარბაზს ააშენებს. მშენებლობისთვის ტენდერი 1 მილიონ 665 ათასი ლარით არის გამოცხადებული. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
დოკუმენტების მიხედვით, ორსართულიანი საკონფერენციო დარბაზი თბილისში [მარშალ გელოვანის N6-ის მიმდებარედ], სამინისტროს ტერიტორიაზე აშენდება. მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიამ 2020 წლის 23 მარტს გასცა.
დარბაზის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება კი, 28 მაისს დაიწყება და 6 ივნისს შეწყდება.
რაში სჭირდებათ? რა აუცილებლობა აქვთ?
ჩვენი ფული რაში იხარჯება, როდესაც მილიონი პრობლემაა თუნდაც სოფლის მეურნეობაში.
This post has been edited by nik-2508 on 12 May 2020, 14:41