ამ თემასაც ტრადიციულად დავიწყებ

გამარჯობა ჩემო ოდეს გაიაფებულო ტურფებო!
დღეს, მოგეხსენებათ, 2020 წლის 12 მაისია.
ზუსტად 22 წლის წინ, დღის 3 საათი და ოცდარვა წუთი სრულდებოდა, როცა თმაშევერცხლილმა ექთანმა 35-ოდე წლის ოდნავ ქოჩორმოტიტვლებულ მამაკაცს ბიჭის შეძენა ახარა.
გახარებულმა ოდნავ ქოჩორმოტიტვლებულმა 35-ოდე წლის მამაკაცმა, რომელსაც მოგვიანებით პირობითად კახას დავუძახებთ, აეო! დაიყვირა და ორივე ხელი მუხლებზე დაიკრა, მერე საჩქაროდ დააძრო ახალგამოსული ხუთთუმნიანი და თმაშევერცხლილ ექთანს, რომელსაც მეტად აღარ ვახსენებთ, გულისჯიბეში ფაქიზად ჩაუდო.
ამასობაში კახას აეოს! ძახილზე იქვე ახლოს მწვანედ გაფოთლილი თუთის ქვეშ გაჩერებული თეთრი ВАЗ-2107-დან ორი კაცი გადმოხტა და კახასკენ დაიძრნენ.
მათი გარეგნობა სწორედ რომ ცალკე აღწერის ღირსია და მეც აღარ დავაყოვნებ:
ერთი მაღალი იყო, ღია ყავისფერი, თითქმის მოყვითალო ტყავის ქურთუკი და ლურჯი ველვეტის შარვალი ეცვა, მარცხენა ხელს საწარმოო ტრავმის გამო ბოლომდე ვერ შლიდა და სიარულისას მოხრილად მოიქნევდა; მეორე მამაკაცი მასზე უფრო მაღალი იყო, განიერიც და არც მარცხენა ხელზე სჭირდა რამე

კახამ გახედა მათ და ადგილიდანვე დაუყვირა: ცარიელები რას მორბიხართ შეჩემა, გადმოიღე შამპანურიო და თავადვე დაიძრა მანქანისკენ.
მოკლედ რომ მოვსჭრა, ექთნის გამოსვლიდან (უჰ, კიდევ მომწევია მისი ხსენება) ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული, რაც სამმა მამაკაცმა და კიდევ სამმა ამდენმა გამვლელმა მრავალგზის დალოცა ქვეყანას ახლადმოვლენილი ანდრია ხუციშვილი!
და ჩვენ, ახლა მაინც მივულოცოთ ამ პატიოსან კაცს დაბადების დღე და ვუსურვოთ კაი ცხოვრება
ხუციშვილიაბა შენ იცი!
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე