.ქომდისთორშენი ქვია მაგას, ქართული შესატყვისი არ ვიცი, ეგ ახასიათებს როგორც ფართე ისე ე.წ. ვიწრო კუთხესაც, რომელიც ძალიან მარტივად სწორდება პოსტპროდაქშენში, ისეთ პროგრამებში როგორიცაა ლაითრუმი, ფოტოშოპი, თანამედროვე აპარატებს შიგნითვე აქვთ ეს ფუნქცია, თუმცა გააჩნია რა ეფექტის მიღება უნდა ხელოვანს.
ნებისმიერ ლინზას ახასიათებს ეგ, მაგრამ არის ლინზები რომლებშიც მინიმუმამდეა დაყვანილი ეს დისთორშენი, ასეთი ლინზები როგორც წესი კინოში გამოიყენება, მაგალითად arri-ს აქვს ეგეთი ლინზები, მაგრამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს, თუ დისთორშენი აქვს ლინზას დაბალი, ასეთი რამე ფერების ხარჯზე ხდება, ანუ ქრომატიქ აბორეიშენს რასაც ეძახიან, სამწუხაროდ არც ამის შესატყვისი ვიცი ქართულად