PoisonnIvy
Kiss me and I'll tell you

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4801
წევრი No.: 215101
რეგისტრ.: 29-February 16
|
#56291499 · 14 May 2020, 00:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
« სიზმრების ახსნა / dream explanation - წ - » კატეგორია: სიზმრის ახსნა ავტორი: admin თარიღი: 2016-08-08 18:34:42
სიზმრების ახსნა / dream explanation - წ - ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
სიზმრის წაბლი - წაბლის მოგროვება ნიშნავს, რომ შეხვდებით თქვენი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრს ან მიაღწევთ მოგებას ბიზნესში. სიზმარში წაბლის ჭამა ნიშნავს მწუხარებას, რომელიც მალე შეიცვლება სიხარულით. თუ გოგონა სიზმარში ჭამს წაბლს ან მკითხაობს მასზე, ეს უქადის მდიდარ კაცთან ურთიერთობას ან განსაკუთრებულ კეთილდღეობას
წაბორძიკება - თუ სიზამრში რაიმეს ფეხი წამოკარით და წაიქეცით, ე.ი. ცხადში ძალზე ქარაფშუტულად და უდარდელად ცხოვრობთ, რის გამოც, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების მიზანი განუხორციელებელი დაგრჩეთ. თუ ვიღაც სხვა წაბორძიკდა და წაიქცა–ისარგებლებთ სხვისი შეცდომებით.
წავი - ანკარა წყალში წავის დანახვა ნიშნავს ბედნიერებასა და წარმატებას. ნაადრევი ქორწინებისას თქვენ მოგელით იდეალური ბედნიერება. გათხოვილი ქალისათვის ასეთი სიზმარი მიმანიშნებელია მეუღლის არაჩვეულებრიწელი თუ სიზმარში თქვენი წელი გეჩვენებათ მომრგვალებული, ცხადში იღბალი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი იქნება. თუ თქვენი წელი არაბუნებრივად ვიწროა, თქვენ დაუმსახურებელი წარმატება გელით და ამასთან დაკავშირებით დაგადანაშაულებენვ მზრუნველობაზე
წამალი - თუ სიზმარში სვამთ კარგი გემოს წამალს–სიძნელეებს დაძლევთ და თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით; მაგრამ თუ წამალი მწარეა, გელით ხანგრძლივი ავადმყოფობა, ღრმა მწუხარება ან დანაკარგი. თუ წამალს აძლევთ სხვას, ე.ი. ცხოვრებაში ზიანს მიაყენებთ მას, ვისაც თქვენი სჯეროდა
წარბები - სიზმარში ვიღაცის წარბების ნახვა გაფრთხილებთ ავისმომასწავებელ დაბრკოლებაზე
წარუმატებლობა - თუ სიზმარში ითმენთ წარუმატებლობას, რეალურ ცხოვრებაში დიამეტრულად საწინააღმდეგოდ ასრულდება. შეყვარებული, რომელსაც ესიზმრება, რომ უარყვეს, სულიერად უნდა გაძლიერდეს და მოინადირებს თავისი რჩეულის გულს. თუ თქვენ შეგაშინეს ან შეურაცხგყვეს–ცხადშიც იმავე მდგომარეობას ასახავს. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრა, რომ ცხოვრება ვერ აეწყო–ის ასამარებს საკუთარ ნიჭს: მან უფრო ენერგიულად უნდა იმოქმედოს. თუ მეწარმე ხედავს სიზმარში უბედურებას, მას მეტი ძალისხმევა დასჭირდება
წარწერა - თუ სიზმარში ნახეთ წარწერა, ცუდ ამბავს მოასწავებს. თუ გესიზმრებათ, რომ კითხულობთ წარწერას საფლავებზე, ახლობელთაგან ვიღაც ავად გახდება, რაც გულს დაგწყვეტთ. სიზმარი, რომელშიც თქვენ აკეთებთ რაღაც წარწერას, კარგი მეგობრის დაკარგვას გიქადით.
წერა (რაიმეს დაწერა) - თუ დაგესიზმრათ, რომ რაიმეს წერთ, ცხადში დაღუპვის ტოლფას შეცდომას დაუშვებთ. თუ ხედავთ, როგორ წერენ სხვები–ე.ი. თქვენი უზრუბველყოფა სხვების გაღიზიანებას იწვევს: შეიძლება სასამართლო პროცესითაც დაგემუქრონ. უცნაური წარწერის გარჩევის მცდელობა სიზმარში ნიშნავს, რომ გამარჯვებას მხოლოდ საქმის არსებული სახით დატოვების შემთხვევაში მიაღწევთ
წერილი - შეკვეთლი წერილი ნიშნავს, რომ რაღაც ფინანსური პრობლემა ძველ მეგობრობას ჩაგიშლით. გოგონასთვის ეს იმის მაუწყებელია, რომ მას შესთავაზებენ მისი მორალისთვის შეუფერებელ ფინანსურ უზრუნველყოფას. შეყვარებულს ეს სიზმარი აფრთხილებს, რომ რჩეული მას ღალატობს. ანონიმური წერილი შეურაცხყოფაზე მიანიშნებს. თუ სიზმარში თავად წერთ ანონიმურ წერილს, ეს თქვენი მეტოქისადმი ეჭვიანობაზე მიანიშნებს, რომელიც თქვენ თავზე უკეთესად მიგაჩნიათ. უსიამოვნო ამბავი წერილში–ავადმყოფობას მოასწავებს. კარგი ამბავი–პირიქით, ბევრ სასიამოვნო მოვლენებს. მწვანე ან სხვა ფერის ქაღალდზე დაწერილი წერილი წარუმატებლობას და სიყვარულში გაცრუებას ნიშნავს. ლურჯი მელანი–სტაბილურობისა და მყარი გრძნობების ნიშანია, წითელი–ეჭვიანობა და განშორებაა. თუ გოგონა სიზმარში შეყვარებულს უმალავს წერილს–მას მეტოქე გამოუჩნდება. თუ სიზმარში ვინმემ წერილი წაგართვათ, ცხადში შეეცდებიან ჩირქი მოგცხონ. თუ წერილს ვერ კითხულობთ, თქვენი რეპუტაცია შეილახება. თუ ცდილობთ ვინმესთვის წერილის წართმევას, მაშინ ცხოვრებაში ცუდი ამბები შეგემთხვევათ. შავ, სამგლოვიარო ჩარჩოში ჩასმული წერილი ავადმყოფობას ან ახლობლის გარდაცვალებას ნიშნავს; თეთრი ასოები შავ ფონზე–მოწყენილობა დაგეუფლებათ და მას მეგობრები გაგიქარწყლებენ; თუ სიზმარში ცოლი ან ქმარი გაძლევთ წერილს–განქორწინება გელით. შეყვარებულებს ეს სიზმარი ჩხუბს უქადის. თუ სიზმარში წერთ წერილს, ე.ი. ვიღაცას გაკიცხავთ და შემდეგ ინანებთ. გახეული წერილი შეცდომების დაშვებას ნიშნავს. წერილის ხელში დაჭერა იმის მაუწყებელია, რომ თქვენ უსამართლოდ მოექცევით ახლობლებს. თუ ხშირად გესიზმრებათ, რომ წერილს ღებულობთ მეგობრისაგან, ცხადშიც ასე მოხდება.
--------------------
[b] [/b]
|