#56425360 · 15 Jun 2020, 16:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
suxumski7 წარმატებებს გისურვებ და 1-2 რჩევას მოგცემ. ეგ პამიდორი, რაც მაგ ვიდეოში ჩანს, დიდი ალბათობით არის ჰიბრიდი. ჰიბრიდული მცენარის ნაყოფიდან აღებული თესლის დათესვა არ არის სასურველი, რადგან მოსავლიანობა აქვს დაბალი, ანუ ცოტას ისხამს. გარდა ამისა სათესლე პამიდორი (და ნებისმიერი ნაყოფი) უნდა იყოს ძალიან მწიფე, გადამწიფებული. ეგ არ ჩანს საკმარისად მწიფე (ცოტა რომ შეწითლდება, კრეფენ რომ დიდხანს გაძლოს) და შეიძლება თესლი არ იყოს ბოლომდე ჩამოყალიბებული და თუ არ ამოვა, არ გაგიკვირდეს. ყველა ვარიანტში თესლის ყიდვა ჯობია. მიწაც არ ჩანს კარგი. თუ ამოვა ნოყიერ მიწაში გადარგე. წარმატებები!
ხო კიდე, თუ ახალი გადაღებულია ეგ ვიდეო, საკმაოდ დაგვიანებულია პამიდვრის დათესვა. ოქტომბრამდე არ დამწიფდება და ოქტომბერში კი შეიძლება ღამის სიცივემ გააფუჭოს. სითბოშითუ შეიტან მაშინ კი.
This post has been edited by erer on 15 Jun 2020, 16:21
|