ეხლა კონკრეტურად რომელ კვებაზეა საუბარი ვერ ვიხსენებ, რაც ჩემს ხელში კვებებს გაუვლია ყველას რა დამაზეპირებინებს...

მაგრამ თუ გქონდა ჩემთან და დავსვი დიაგნოზი და ვერ გავაკეთე ძნაჩიტ ექნებოდა ისეთი რამე მიკროსხემა დაზიანებული რომელიც არ მექნებოდა და ვერ გავაკეთებდი გეტყოდი ალბათ მიზეზსაც....
ზოგ კვებებში ისეთი სპეციფიკური პატარა მიკროსხემა შემხვედრია დაჟე გუგლემაც ვერ იპოვა სად შემეძლო ყიდვა.
ერთხელ შემთხვევა მქონდა სერვერის კვებას ვარემონტებდი და ისეთი დეტალი არმოჩდა დაზიანებული ძლივს გავერკვიე რომ თურმე ოპტრონტრანზისტორი ყოფილა, მარკით არც გუგლემ ამოაგდო რა იყო არც იშოვებოდა მსგავსი და ისიც ისევ მე გავერკვიე რომ ოპტრონ ტრანზისტორი იქნებოდა ისეთ ადგილას იდგა სქემაში. რაღაც სხვა მარკით ჩავანაცვლე რაღაც პატარა დარეგულირება ერთიორი წინარობით და წავიდა, არის შემთხვევები თუ სპეციფიკაც ვერ მიხვდი რა დეტალია ისე ვერც იმას გაარკვევ რა ან რომელი დეტალია მისი ანალოგი..... ხშირ შემთხვევაში რაც უფრო რთულია და რაც უფრო გაჭედილი სქემა ათასი უაზრო კომპონენტებით მით უფრო რთულია მისი რემონტი, ATX კვებების რემონტი ადვილი იყო 10--15 წლის უკან და უფრო ადრე თითქმის ერთი სქემის პრინციპით იწყობოდა ყველა და არც გადატვირთული არ იყო სქემა.... ეხლა კიდე რემონტი გამართლებაზეა და ძალიან გართულებული, მითუმეტეს თუ ძვირად ღირებულია კვება, თორემ უბრალო 15-30 ლარიან სტანდარტულ კვებებს ვიღა არემონტებს...
ამიტომ მეც შევეშვი ზოგიერთებივით და ხელს აღარ ვკიდებ კვებების რემონტს, უაზროდ გაჭეჭყილია მიკრო დეტალებით და გართულებული სქემაც, აღარ ვლაპარაკობ რამე დეტალის მოხსნაზე და დაშლაზე, ზოგი ისეთ ადგილზეა სანამ მას მოხსნი სხვა დეტალებიც უნდა ჩახსნა....ამ ლუპებით და მიკროსკოპებით კიდე დამეთხარა თვალები.....ლუპებით მუშაობამ დამიქვეითა ძაან მხედველობაც
მოკლედ რა მე პასს ATX კვებების რემონტზე.