ოცნება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ემიჯნება - "არ ვეთანხმებით პრეზიდენტს, რომ ორი კრიმინალის ციხეში ყოფნას რაიმე ტიპის პრობლემის შექმნა შეეძლო"
2020-05-15 21:22:00
უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას სპეციალური ბრიფინგით ეხმაურება.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება თავისი პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე მიიღო და "ქართული ოცნება" მის პოზიციას არ იზიარებს.
"შეიძლება პრეზიდენტს ქონდა თავისი პრაგმატული მოსაზრებები, შეიძლება ქონდა თავისი კეთილშობილური გათვლები, თუმცა არ ვეთანხმებით პრეზიდენტს, იმაში, რომ რაიმე ტიპის პრობლემის შექმნა შეეძლო ამ ორი კრიმინალის ციხეში ყოფნას ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. მე არ მეპარება ეჭვი პრეზიდენტის განზრახვაში თუმცა არ ვეთანხმები საფრთხეებში.ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს, კონსტიტუციური ორგანოები და ინსტიტუტები ერთმანეთისგანაა გამიჯნული პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში, მათ შორის შეწყალების ნაწილში" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
https://www.newposts.ge/wap.php?l=G&ID=231189