smart123გაუმარჯოს. ჩვეულებრივი სარჩილავები აქვთ მხოლოდ
https://dac.ge/-ს. ჩემ ძმამ იყიდა რამოდენიმე დღის წინ რაღაც ძვირიანი სარჩილავი. არც მინახავს როგორია. 60-ლარი გადაიხადა.
მაგ კომპანიას არ აქ ბამპერების გასარემონტებელი ხელსაწყოები.
ბაზრობაზე ნაყიდი 5-6 ლარიანი სარჩილავითაც გაარემონტებ სახლის პირობებში ბამპერს. უბრალოდ ნელა ცხელდება და დრო მიგდის ბევრი, თორე მუშაობით 2-კვირის განმავლობაში იმდენი ვამუშავე მასეთი სარჩილავი რო მეც გამიკვირდა როგორ გაუძლო. ეხლაც მაქ სახლში, შნური დაეწვა და აღდგენა უნდა.
თუ სამოყვარულო დონეზე გინდა იჩალიჩო რამე ჯერ იაფიანი სარჩილავით დაიწყე სჯობს.
ისე სარჩილავი არაა ბამპერებისთვის. დამხმარე ხელსაწყოდ თუ გამოიყენებ. სარჩილავით და სეტკებით აწყობილი პლასტმასის დეტალები დიდ ხანს ვერ ინარჩუნებს სიმტკიცეს. გააჩნია დეტალს, მის მდებარეობას, გარემო პირობებს და ა.შ.
ბევრი ვიდეოები დევს იუთუბზე. გადახედე დაგეხმარება. უფრო თვალსაჩინოდ ნახავ როგორ ხდება სხვადასხვა მეთოდებით პლასტმასის დეტალების აღდგენა.