#56601693 · 25 Jul 2020, 01:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
ძალიან მჭირდება დახმარება და ვინმე მადლიანმა იქნებ იცით რაიმე, ან ვინმე ვინც მიშველის. მოკლედ ცენტრის ფიატ 500 2017 წლის დაიმტვრა წინიდან და ნაწილებს ვერ ვშოულობთ როგორც ვატყობ, ევროპული ვერსია არის და ჩვენთან ძირითადად ამერიკული იშლება, ყოველ შემთხვევაში ჯერ ევროპულს და რესტაილინგს ვერ მივაგენით და გვეუბნებიან რომ ამერიკულის და ევროპულის ნაწილები ერთმანეთზე არ მიდის.
ვინმეს გამოცდილება ხომ არ გაქვთ, არ დაიზაროთ, გამიზიარეთ. გვჭირდება, მინიმუმ, ბალკა, რადიატორები, ეკრანი, შიტოკი, კაპოტი, საქარე მინა. ცენტრის ფასები ვიცით, გავარკვიეთ ((
რაში მინდა ახლა დახმარება, თუ ვინმემ იცით:
ნაწილები მართლა არ მიდის?
ვინმე ევროპულს რომ შლიდეს ხომ არ იცით?
ევროპიდან ნაწილების ჩამოტანის გამოცდილება თუ გაქვთ და იბეი, ამაზონის გარდა რამე საიტი იცით.
შეიძლება რუსეთშიც ინახოს, ზუსტად არ ვიცი მაგათთანაც თუ იგივე ვერსიებია, რუსული საიტებიც დამილინკეთ თუ შეიძლება, სად შეიძლება ვნახო, ავარჩიო, შევუკვეთო.
ტელეფონით ჯერ ვერავინ ვნახეთ,ხვალ აქტიურ ძებნას ვიწყებთ, დაშლილებში, მაგრამ იქამდე აქედან რჩევას სიამოვნებით მივიღებ.
მადლობა, წინასწარ.
|