ცოტა მეტი კონკრეტიკაა საჭირო.
საიტის გასაკეთებლად ჯერ საჭიროა პროექტის შედგენა თუ რა სახის საიტი იქნება, რა ფუნქციები ექნება, რა კონტენტი, ბიზნეს-გათვლა და ა.შ. ამას პროგრამისტი და დიზაინერი არ აკეთებს, პროექტის მენეჯერია საჭირო, ან ამ საკითხების მცოდნე. ამის მერე დიზაინია გასაკეთებელი, მერე ფრონტის მხარის პროგრამისტი ააწყობს და ამის მერე უკვე სერვერის მხარის პროგრამისტი. ანუ 4 კაცი მინიმუმ საჭიროა ხოლმე, ზოგჯერ კი ემატება SEO-ს მცოდნე, ტესტერი და ა.შ.
ამიტომ თუ მეტად დააკონკრეტებთ რა გჭირდებათ და ფინანსებშიც შეზღუდულები ხართ კარგ ვარიანტს შემოგთავაზებთ, შემიძლია რემოუტად ვიმუშავო და საიტის პროექტი-დიზაინი-ფრონტი გავაკეთო, ანუ დაგჭირდებათ მხოლოდ ბექენდ პროგრამისტი, რომელიც მოახდენს აწყობილი საიტის მაკეტის რეალიზაციას. მაგალითად, ეს საიტი მაქვს აწყობილი მაკეტის სახით:
https://budaria.ge/ ანუ აქ ყველაფერი მე მოვიფიქრე და გავაკეთე პროექტიც, დიზაინიც და ფრონტიც, ამის მერე ბექენდ-პროგრამისტი მიხედავს და საიტიც გაეშვება.
მოკლედ თუ მეტი ინფორმაცია მექნება თუ რა გჭირდებათ, შეიძლება მოვილაპარაკოთ.