დიდიმინდორი
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6037
წევრი No.: 252399
რეგისტრ.: 28-August 19
|
#58449087 · 5 Oct 2021, 14:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართველი ხალხი გაუნათლებელია და ანალიზის უნარი არ შესწევს. ასევე, ევროპის ქვეყნების მოსახლეობისგან განსხვავებით, არ აქვთ უნარი წაკითხული ან მოსმენილი გაიაზრონ და მითუმეტეს, მის ქვეტექსტს ჩაწვდნენ.
ამიტომ მოდით და პირდაპირ დაწერეთ, რასაც ამდენი ხანი გულისხმობდით:
Copy Paste "გამარჯობა საქართველო.
იმედია შემდეგში არ მოგვიწევს "ზდაროვა ბაბაჯანათი მოგესალმოთ", ალბათ რუსულს უკვე ინგლისურზე და ქართულზე უკეთ ფლობთ, ხოლო სოციალური კუთხით კი ევროპაზე მეტად ბანანების რესპუბლიკას ემსგავსებით.
ეხლა მოგვისმინეთ თქვე უვიცო სადომაზოხისტებო.
ამ წლებში დასავლეთი თქვენს გვერდით იდგა, ჩვენი და თქვენი წინა მთავრობის დახმარებით (რომლის დაბრუნებას მაინცდამაინც არ ვემხრობით, მაგრამ ეს მატყუარები თუ დარჩნენ, დაივიწყეთ ჩვენთან მეგობრობა) საქართველო არნახულად დაუახლოვდა ნატოს და ევროკავშირის წევრობას, თქვენზე დახარჯულია მილიარდობით ევრო, რომლის დამბრუნებლები წინასწარ ვიცით რომ ძალიან დიდი ხანი არ იქნებით, მაგრამ ჩვენთვის ღირებულებები ფულზე მნიშვნელოვანია.
ამ მთავრობის პირობებშიც კი (რომელიც ბოლო წლებში ღიად დაგვიპურისპირდა და რუსეთთან ჰომოსექსუალური კავშირი დაამყარა და ამის მიუხედავად ჩვენ გვეძახიან გეებს), ვცდილობდით ხალხის მხარე დაგვეჭირა და მივესალმებოდით თქვენს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირისკენ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო ქართველი ხალხისთვის.
მაგრამ როგორც ვაფასებთ მეგობრობას, ასევე ვაფასებთ საკუთარ ნერვებს და საკუთარ შრომასაც. საქართველო ჩვენთვის გეოპოლიტიკუტად მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ, უკანასკნელი ენერგია გავიღოთ, ჩვენი გადასახადების გადამხდელების ფულები გაძლიოთ და ამის მიუხედავად შედეგი არ დადგეს!
ჩვენ აღარ ვაპირებთ ენერგია დავხარჯოთ იმ ხალხისთვის და იმ ქვეყნისთვის, რომელიც აბსოლუტურად უნაყოფო, გამოუსადეგარი და არაფრის მაქნისი შუა საუკუნეებში ჩარჩენილი ხალხითაა დასახლებული.
ჩვენ აღარ ვაპირებთ ფული მოგცეთ იმისთვის, რომ ის თქვენმა 5%-მა გაინაწილოს და დანარჩენები მშივრები დატოვოს.
ჩვენ არ ვაპირებთ თქვენთან პარტნიორობას იმისთვის, რომ დღითიდღე პოლიტიკურად რუსეთს, ხოლო მენტალურად აზიასა დააფრიკას დაუახლოვდეთ და მეტიც, გაბედოთ და ჩვენს დიპლომატებს უსმინოთ!
ჩვენ არ ვაპირებთ, უვიზოდ მიმოსვლის უფლება მოგცეთ ჩვენს ქვეყნებში იმისთვის, რომ აქ თქვენი ცხოვრების წესი შემოიტანოთ, ცხოვრობდეთ ჩაკეტილი კლანური და ჯოგური პრინციპებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ვერ ინტეგრირდებოდეთ და მეტიც, ყოველ წელს ჩვენს ქალაქებში ქურდობით და სხვა კრიმინალით იყოთ დაკავებული.
ჩვენ გვინდა ამაყი, ევროპული აზროვნების თავისუფალი პარტნიორები, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს თუნდაც მინიმალურ დონეზე იზიარებენ. ჩვენ ჩვენს რიგებში ქაოსს და რეტროგრადიზმს არ მივიღებთ, ასევე არ მივიღებთ შუა აზიური სტილის საზოგადოებას და დიქტატურას!
თუ ქართველი ხალხისთვის დღევანდელი მდგომარეობა მისაღებია, მაშინ ნუ ვიქნებით ფარისევლები და მოდით ამთავითვე გავწყვიტოთ ყველა ურთიერთობა და დაბრუნდით იქ, სადაც თქვენი ბუნებრივი ადგილია.
თუ ქართველი ხალხს უნდა მონობა, მოტყუება, ძალადობა, მოსყიდვა, უმცირესობების ჩაგვრა, ქალებზე და მამაკაცებზე ძალადობა, აფრიკული სტილის ბიზნესი სადაც ახალგაზრდებს მიზერს უხდიან და თვითონ მდიდრდებიან და ერთი სიტყვით, თუ თქვენი სურვილი მინიავღანეთია, ამაზე ჩვენი პასუხი უკვე დიდი ხნის წინაა გაცემული თავად ავღანეთში!
ამიტომ თუ თქვენ ხართ ქვეყანა, რომელიც ირჩევს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელ რეჟიმს, ან არ ირჩევს და ტირანიას უსამართლობას ეგუება, თქვენ ევროპული ცივილიზაციის თვის უცხო ელემენტები ხართ და თქვენი ადგილი ჩვენს თანამეგობრობაში არ არის.
ან გამოდით და გააპროტესტეთ, როგორც ეს ევროპულმა ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და თქვენმა მეზობელმა სომხეთმა (რომლებზე უკეთესებიც თავი გგონიათ) გააკეთეს და მიიღეთ ჩვენი მხარდაჭერა, ან ჩვენც დაგვასვენეთ და თქვენც დაისვენეთ!
აქამდე ათასი მიზეზი გქონდათ რომ მთავრობა გაგეშვათ, ცვლილებები მოგეთხოვათ და თავად განგეხორციელებინათ, მაგრამ მხოლოდ მდორე ჭაობს ვხედავთ საქართველოს რეალობაში. ჯერ პრეზიდენტი დაგისვეს, მერე დაგარბიეს და თვალები დაგთხარეს, მეორე და მესამე არჩევნებზე უფლებები თავზე დაგახიეს, ქვეყნის აღმშენებელი ციხეში ჩაგისვეს (კიდევ გავმეორდებით, არ გვსურს ის კვლავ ერთპიროვნულ ლიდერად ვიხილოთ), აგერ ბოლო არჩევნებზე პირდაპირ გეუბნებიან გავაყალბეთ მაგრამ ფეხებს ვერ მოგვჭამთო და ამას ეგუებით ამხელა ისტორიის მქონე ამაყი ხალხი?
სიმართლე გითხრათ უკვე ყელში ხართ ამოსულები, ამდენი ხანი ვერ გაგირკვევიათ ვინ ხართ რა რა გინდათ. სულაც არაა აუცილებელი ყველა ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გახდეს, აგერ ახლო აღმოსავლეთში და აზიააფრიკაში ხალხი და განსაკუთრებით ქალები უდრტვინველად იტანენ მონურ მორჩილებას და ბედნიერებიც არიან.
ჯერ კიდევ ვიტოვებთ იმედს რომ ქართველი ხალხი სწორად გაიგებს ჩვენს ნათქვამს და ჩვენს შორის მეგობრობა წარმატებით შედგება.
პატივისცემით, თქვენი (ჯერ კიდევ) დასავლელი მეგობრები"
This post has been edited by დიდიმინდორი on 5 Oct 2021, 14:34
|