საქართველოში ძალიან მყარადაა დამკვიდრებული ახალი წლისა და აღდგომის დღესასწაულების აღნიშვნა, რა დროსაც ხდება ურთიერთმილოცვა, სტუმრიანობა, სიმბოლური კერძების ცხობა-მომზადება და საზეიმო განწყობის დამყარება. ახალ წელს გვაქვს ფოიერვერკები, საჯარო სატელეივზიო მიმართვები, მეკვლეობა და სხვა.
26 მაისი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი დღეა.
აუცილებელია რაიმე ფორმით მისი აღნიშვნა დავიწყოთ, რაც მოგვიანებით ტრადიციაში გადაიზრდება და საუკუნეებს გასტანს.
როგორ გესახებათ თქვენ?
საკუთარი აივნების, ფანჯრებისა და ეზოების დროშებით მორთვა კარგი იდეა იქნებოდა.
ასევე მნიშვნელოვანია საჯარო მიმართვები როგორც საერო ისე სასულიერო მაღალი იერარქიებისაგან.
კარგი იქნებოდა გვქონდეს კონკრეტული შეკრების ადგილი სადაც ძირითადი ღონისძიებები გაიმართებოდა.
სამხედრო კომპონენტიც მნიშვნელოვანია, ისევე როგორც შემეცნებითი ღონისძიებები, რაც მთავრობისა და მედიის კავშირისაგან შეიძლება დგებოდეს. კარგი იქნებოდა სკოლის დონეზეც ყოფილიყო ამაში ჩართვა. მოსწავლეთათვის დარიგებულიყო მოკლე ცნობარი, დროშები, ამბები 26 მაისთან დაკავშირებით.
ასევე კარგი იქნება პირდ საუბრებში შევქმნათ ტრადიცია და ერთმანეთს მივულოცოთ ხოლმე ეს დღესასწაული.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
რას დაამატებდით ან რას შეცვლიდით თქვენ?