რამდენად მართალია არ ვიცი მაგრამ ფაცებუკზე ვნახე და აქეთ წამოვიღე
https://web.facebook.com/saertogazeti.ge/po...0329?__tn__=K-Rრაც სააკაშვილმა ჩაიდინა, ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ 
ჩადენილი დანაშაული. ის ორი მუხლით უნდა გასამართლდეს - 
როგორც სახელმწიფო და როგორც სამხედრო დამნაშავე
გვესაუბრება კუდ-ის ყოფილი 
თანამშრომელი ნიკა ბერიძე.
რესპოდენტმა 2006 წელს, 
21 წლისამ დაიწყო შსს-ს 
სისტემაში მუშაობა. 
2012 წელს წამოვიდა 
ძალოვანი სტრუქტურიდან, 
ახლა უმუშევარია.
ნიკა ბერიძე: ინტერვიუს ერთი პირობით მოგცემთ, თუ ჩემს სიტყვებს არ შეცვლით და მწვავე, საგულისხმო ინფორმაციებსაც არ ამოიღებთ. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ჟურნალისტებთან როცა მქონია ურთიერთობა, ჩემი ნათქვამის მაგივრად, რაც თვითონ მოეხასიათებათ იმას წერენ.
ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს და მთავარსარდალს სამწუხაროდ, გამყიდველ მოღალატესა და მკვლელ მიხეილ სააკაშვილს, უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი იმ რვა წლის განმავლობაში. რახან ცხრა წლის ხსენებაზე გული უწუხთ ნაცებს, კარგი, ერთი წელი მოვაკლოთ. არავითარი გადაცდომა, ეს იყო პირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაულობები. მისი ოჯახის წევრები, ყოფილი რძალი ხატია დეკანოიძე – #1 ჯალათი რასაც ჰქვია, სააკაშვილის ძმა დავითი, დეკანოიძის ექს-ქმარი, მიშას მეუღლე სანდრა რულოვსი და დედა გიული ალასანია, ყველა საქართველოს დაუძინებელი მტრები არიან. ამათ გაყიდეს ჩვენი ქვეყანა, ჩააბარეს კოდორის ხეობა, ცხინვალის რეგიონი, სადაც სამწუხაროდ, ლამის ყოველ დღე ავლებს რუსი მავთულხლართებს და წინ მოიწევს. ეს პირადად სააკაშვილის ორგანიზებითაა გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენი ერი განადგურებულიყო, ხოლო მათი ოჯახის, სანათესაო-საახლობლოს პირადი ბიუჯეტი მილიონობით კი არა, მილიარდობით გაზრდილიყო. ეს არის ფაქტი, რასაც ძირეული გამოძიება ჭირდება. სააკაშვილის ახლო წრის ძალოვანების მიმართ რომ აღძრეს სს-ის საქმეები და ცხრა მილიონის გაფლანგვაზე საუბრობენ, ეს არის სასაცილო. რა ცხრა მილიონი, როცა ასჯერ (თუ მეტჯერ არა) მეტი თანხებია გაფლანგულ-მითვისებული. პირდაპირ ვამბობ, სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსი და აწ პარლამენტარი ირმა ნადირაშვილი, მისი მოადგილე მანანა ოჩიაური, სააკაშვილის დროინდელი სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ ჯანაშია სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვის უშუალო თანამონაწილეები არიან. მართალია, სრულად ვარ დარწმუნებული, მაგრამ მაინც სავარაუდოდ გეტყვით, რომ მინიმუმ ასი მილიონი ლარია დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის `ფავორიტკა~ მანდილოსნებზე. რაში გამოიხატებოდა ხარჯვა-ფლანგვა? მათთვის ძვირფასი საჩუქრების, ტანსაცმელი, სამკაულები, უძრავ-მოძრავი ქონება და ა.შ. შეძენაში. მაგალითად, ერთ-ერთ მომღერალს, სააკაშვილმა ბათუმის პრესტიჟულ უბანში მშენებარე კორპუსში 600 კვ.მ ფართი აჩუქა. თუ ვინმეს ჩემს ნათქვამში ეჭვი ეპარება, 350 კმ-შია ბათუმი, ჩავიდეს და გადაამოწმოს, რა პრობლემაა. ამ ბინის საფასური სააკაშვილმა ცენტრალური ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი ჯიბიდან ამოიღო. ალანა გაგლოევა, ვერა ქობალია და კიდევ სხვა უამრავი, ეს ადგილობრივი `ამალა~, ჩამოდიოდნენ სტუმრებიც, მათ შორის, რუსი ქალბატონები მაგალითად, ჟურნალისტების რანგში ორი ქსენია, სობჩაკი და სოკოლოვა, რომლებიც მაღალ დონეზე ხომ `აგრიალა~ და ძვირფასი საჩუქრებითაც გაუშვა. აქეთ დოქტორი დოტი. ჟურნალისტ მანანა მანჯგალაძეს, თუ არ ვცდები სააკაშვილის პრეს-სპიკერიც გახლდათ, უამრავი ფული თუ ქონება აჩუქა.
მე ცილს არავის ვწამებ, საკუთარი თვალით ნანახზე ვსაუბრობ. ნანახი მაქვს, როგორ დაყავდა სააკაშვილს არც თუ მთლად სახარბიელო რეპუტაციის ქალები სვანეთში, მეორე `ტურისტული~ ობიექტი ყვარელი იყო. სააკაშვილი რომ ბრძანებს ყვარელში სახლი და მამული მაქვსო, ეს ქონებაც იძულებით ჩამოართვეს ერთ-ერთ ბიზნესმენს. ამ `განკულაკებას~ ორგანიზებას შს მინისტრის მაშინდელი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის ძმა დავით ლორთქიფანიძე უწევდა, რომელიც იმ პერიოდში კახეთის კუდ-ის უფროსის მოადგილე იყო. ადეიშვილის დავალებით მიიყვანეს იმ სახლისა და ვენახის მესაკუთრე და დაათმობინეს ეს ქონება. სხვათა შორის, ახლახანს იყო მისული ეს კაცი იქ, შემიშვით ჩემს სახლშიო, მაგრამ კახელი ნაცების ლიდერმა ბოტკოველმა და მისმა წვრილფეხობამ, ვითომ მხარდამჭერებმა, არ შეუშვეს. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ რასაც ახლა სახელმწიფო ედავება სააკაშვილს, ვგულისხმობ ცხრა მილიონსა და პარლამენტარის ცემას, ეს არის ჩვენი, საზოგადოების დაცინვა. სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვანთ, რის გამოც იგი, როგორც სამხედრო დამნაშავე, ისე უნდა გასამართლდეს. მან ჩვენი გმირი ბიჭებისა და მოსახლეობის ხარჯზე, მილიარდობით თანხა იშოვა, რაშიც ბიძამისი, ვითომდა `კაგებეს~ გენერალი, სინამდვილეში კი ამ სამსახურის აგენტი თემურ ალასანია ეხმარებოდა. ალასანია ძალიან დიდ სიბინძურეებშია ჩაბმული ამ მოღალატეობრივი გაყიდვების კუთხით, ის იყო სააკაშვილის ასე ვთქვათ, თავი. ბიძა-დისშვილის გარეშე საქართველოში არაფერი ხდებოდა. კოდორის ხეობის, ცხინვალის რეგიონის და საქართველოს განძეულობების გაყიდვას, პირადად თემურ ალასანია უწევდა ორგანიზებას აწ გარდაცვლი ნიკა რურუასთან ერთად. ამ უკანასკნელისა და მისი ძმის ჟორიკა (გიორგი) რურუას კისერზეა უამრავი ადამიანის სისხლია, უამრავი ადამიანი ყავთ დახოცილი, ზოგიც უგზოუკვლოდაა გამქრალი. `მხედრიონის~ ზეობისას რურუები `გრიმიტობდნენ~, მერე რაღაცა პერიოდი შეწყდა ამათი თარეში, თუმცა სააკაშვილმა ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე ამოსწია რურუები და ისინიც გაორმაგებული ძალით სჩადიოდნენ ყოვლად მიუღებელ დანაშაულობებს. მე ღიად ვითხოვ, მიხეილ სააკაშვილი სამხედრო წესით გაასამართლონ, რომლის `დამსახურებაცაა~ კოდორის ხეობის დაკარგვა, ცხინვალის რეგიონისთვის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება, ამ ადმინისტრაციული ერთეულისთვის დამატებითი ტერიტორიების ჩუქება და მერე მტრისთვის გადაცემა.
– მოდით, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ როგორ დაკარგა ნაცხელისუფლებამ ისტორიული დალის ხეობა.
– მე ხეობაში 2006 წლიდან ვიყავი, იმ პერიოდიდან, როცა ბატონი ემზარ კვიციანი გააქციეს თუ გაიქცა, ისე, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ხეობაში იქამდე ვიყავი, სანამ ბოლო ქართველი ჯარისკაცი არ გამოვიდა და ის ჯარისკაცი მე ვიყავი. კარგად ვიცი, რამხელა სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ამ ტერიტორიას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ ჩვენი მოქალაქეები, სვანები ცხოვრობდნენ და ეს ხეობა სააკაშვილმა, ბიძია თემურმა, ბოკერიამ, ვანო მერაბიშვილმა და მისმა გენერლებმა მტერს ლანგრით მიართვეს. ერთი ტყვია არ გავარდნილა, ისე დაუტოვეს რუსეთს, იმიტომ, რომ უამრავი მილიონი ლარი თუ დოლარი `გაკეთებულიყო~. ყველა განლაგება და პოსტი ვიცი, სადაც ჩვენი დანაყოფები იდგნენ. სხვა უწყების დანაყოფებიც იყო, მაგრამ ძირითად ძალაუფლებას შსს ფლობდა, რადგან ყველა სტრატეგიული ადგილები ჩვენ გვქონდა დაკავებული. ხეობის ჩაბარებისთვის მზადება `სააკაშვილმა და კომპანიამ~ გაცილებით ადრე დაიწყო. 2006 წლის ზამთარში ხეობაში უკანონოდ შემოიჭრა რუსული ბომბდამშენი (სუ 25), რომელმაც სოფელ ჩხალთის სკოლის შენობას ცეცხლი გაუხსნა და შესასვლელი დააზიანა. ეს ბომბდამშენი სადღაც ერთი საათის განმავლობაში კიდევ დაფრინავდა აქ და სხვაგანაც ჩამოყარა ბომბები. მე და ჩემმა თანამშრომლებმა უამრავჯერ გადავეცით ცენტრს, პირადად მე ორასჯერ გადავეცი, რომ საშუალება გვქონდა ჩამოგვეგდო ეს თვითმფრინავი, მაგრამ უშედეგოდ. ჯერ ერთი მან ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია, რაც თავისთავად დანაშაულია და მეორე ამხელა ბომბები ჩამოყარა. იგივე სკოლის შენობაში ხალხი რომ ყოფილიყო, ერთი ადამიანი ვერ გადარჩებოდა ცოცხალი. მწვერვალზე ვიდექით და პირდაპირ ვუყურებდით, როგორ დაფრინავდა ეს ბომბდამშენი, უპრობლემოდ შემეძლო ჩამომეგდო. მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა, ცენტრიდან არავინ გამოგვხმაურებია. კოდორის ხეობის მიმართულებით შსს-დან სარდალი იყო სიმონ ქარჩაიძე, მას ევალებოდა ამ ტერიტორიისა და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. მან ჩვენს მიმართვებზე ერთი სიტყვაც კი არ გადმოსცა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი იყო მიშა სააკაშვილის, თემურ ალასანიას, ბოკერიას, მერაბიშვილისა და პირადი გენერლები რომ ყავდა, მათთან იყო შეთანხმებული. მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდა ხეობის დაბომბვა, ჩხალთაში, ქვაბჩარაში, საკენსა და სხვა სოფლებშიც ცვიოდა ჭურვები. როგორც იქნა გათენდა და ამ ბომბდამშენმა დატოვა საქართველოს ტერიტორია, რუსეთისკენ გადავიდა. ნაშუადღევს, სადღაც სამის ნახევარი იქნებოდა, სააკაშვილი ჩამოვიდა ვითომდა ძალზე აღშფოთებული, როგორც სჩვეოდა ხოლმე, `აღშფოთებული~ სახის მიღება. პირდაპირ ვამბობ, მისი ეს ვითომდა განცდები, იყო სრული სიცრუე და აბსურდი. მთელი რვა წელი დგამდა სააკაშვილი შოუ-წარმოდგენებს, რომელთა მიღმა რიგითი მოქალაქეები, ჩვენი მეგობრები და ნათესავები იყვნენ განადგურებული. ეს რვა წელი მთლიანად დანაშაულებრივი იყო, ნაციონალებს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ. ვინც ამას არ აღიარებს, ნაცმოძრაობის თავისი `ენჯეოებით~, ლომჯარიებითა და ა.შ. თანამოაზრეები არიან. ეს ხალხი არიან ჩვენი მტრები, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები არიან.
დავუბრუნდეთ სააკაშვილის `აღშფოთებულ ვიზიტს~, როგორც გითხარით, იგი ნაშუადღევს თავის დაცვასთან და ჟურნალისტებთან ერთად ჩამოფრინდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი კი დახვდა, მაგრამ ადგილობრივ მცხოვრებლებზე მეტი ჯარისკაცები იყვნენ, ხალხი არ გამოვიდა პრეზიდენტთან შესახვედრად. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან სვანები და საერთოდ, ყველა წესიერი ადამიანი თავიდანვე უარყოფითი აზრის იყვნენ სააკაშვილზე და მალევე გაირკვა, რომ მართლებიც იყვნენ. სააკაშვილი ჩამოვიდა თუ არა, პირველად ჩხალთის სკოლაში მივიდა, ჩაატარა სამწუთიანი ბრიფინგი, ფოტოებიც გადაიღეს. სააკაშვილმა თავისი დაცვის უფროსს თემურ ჯანაშიას დაავალა, რომ ხეობელი ქალბატონები, რომლებიც შორიახლოს იდგნენ, მომიყვანე, მოსახლეობას უნდა გავესაუბროო. დაცვის წევრები რომ მივიდნენ ამ ქალბატონებთან, მათ ერთი ამბავი ატეხეს, ჩვენ სახელმწიფო დამნაშავესთან არაფერი გვესაქმებაო. ვენაცვალე მათ, ასეც უნდა მოქცეულიყვნენ. ეს საუბარი გაიგონა სააკაშვილმა, როგორ თუ ამათ უარი თქვეს ჩემთან შეხვედრაზეო, როგორც იცოდა, გიჟივით რომ გავარდებოდა ხოლმე, ასე გაიქცა ამ ხალხისკენ. რასაც გიყვებით, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, იქვე ვიდექი, ჩემს ნათქვამს დაადასტურებს სპეცსამსახურის ბევრი თანამშრომელი. იმედია, არ დამალავენ დაცვის თანამშრომლები, იქ უამრავი მაღალჩინოსანი იყო (ყველას გვარ-სახელი ვიცი), ვინც სააკაშვილის ძალადობრივ ქმედებას უყურებდა. სააკაშვილს ერთ-ერთმა ქალმა უთხრა, შენ ხარ მოღალატე, ცუდი ადამიანიო. სვანური გვარი უთხრეს, შენი დავალებით არის ის ბიჭი მოკლულიო. ამ ვაი-მთავარსარდალმა ამ ქალს ჯერ ხელი შემოარტყა და მერე უწმაწური სიტყვებით აგინა. ბოლოს დაცვის თანამშრომლები ჩაუდგნენ შუაში და გაანეიტრალეს სიტუაცია. ტელევიზიები კი ახლდნენ სააკაშვილს, მაგრამ მხოლოდ მისი ბრიფინგი, სკოლის ბომბის დაცემის შედეგად დაზიანებული შენობა და სააკაშვილის ჩვენს სასადილოში `სტუმრობა~ აჩვენეს. სვან ქალბატონებთან საჩხუბრად რომ გაიქცა სააკაშვილი, თემურ ჯანაშია გააფრთხილა, ტელევიზიები არ წამოვიდნენო. ჩემდა სამწუხაროდ, სასადილოს კადრებში მეც ვჩანვარ, იმ დროს ვსადილობდი, როცა სააკაშვილი შემოვარდა და ჩემს გვერდით დაჯდა. მსგავსი საშინელი ჭამის მანერა არ მინახავს, სანაგვედ აქცია იქაურობა. გულისპირზე ისე ჩამოითხვარა წვნიანი, რომ დაცვამ მაშინვე გაიყვანა და მანქანაში ჩასვა. სახელმწიფო გვქვია, არსებობს პროკურატურა, საგამოძიებო სამსახური, სასამართლო. რიგითმა მოქალაქემ საკუთარ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა რომ მიაყენოს, მას ციხეში ამოალპობენ. მე აგერ შსს-ს თანამშრომელი ვადასტურებ, რომ მაშინდელმა მთავარსარდალმა, სვან ქალბატონებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა ეს არის სს-ის დანაშაული. არ უნდა იყოს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, აგებინონ პასუხი სააკაშვილს, ამ ფაქტთან დაკავშირებითაც აღძრან სს-ის საქმე მის მიმართ. ამ ფაქტის რეალობის დადგენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
ის, რომ ფაქტობრივად, კოდორის ხეობაზე იყო დამოკიდებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება- არ აღიარების საკითხი, ეს ჩემთვისაც არაერთხელ უთქვამთ ქართველ ძალოვნებს. კბილებით გვიჭირავს კოდორის ხეობა, რადგან მისი დაკარგვა, მთლიანად აფხაზეთის დაკარგვას ნიშნავსო.
სრული სიმართლეა, ჩვენ კოდორის ხეობაში იმხელა ძალა გვქონდა განლაგებული, რომ უნებართვოდ ჩიტიც ვერ შემოფრინდებოდა. რუსეთი ხომ ამხელა ბუმბერაზი ქვეყანაა, მაგრამ მასაც ძალიან გაუჭირდებოდა ხეობის აღება, თუკი სპეციალურად არ ჩააბარებდნენ იმ ტერიტორიას. როგორც გითხარით, ყველა პოსტსა და სტრატეგიულ ადგილზე ვარ ნამყოფი. ერთი საგუშაგო გვქონდა, რომელიც პირდაპირ სოხუმზე იყო მიმართული, იმხელა სიმაღლეზე ვიყავით, სოხუმს ვხედავდით. ამათ ხეობის დაცვის მაგიერ, ათეულობით მილიონი ღირებულების იარაღი, ტყვია-წამალი, ე.წ. ფაგოტები და სტინგერები (ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება), მთელი ეს ამერიკული შეიარაღება, რომელიც ჩვენი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით იყო შეძენილი, მტერს მუქთად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩააბარეს. არადა შეგვეძლო ეს ქვეყნისთვის ყველაზე სტრატეგიული ადგილი ისე დაგვეცვა, რომ ვერ შემოჭაჭანდებოდა ვერც რუსის ტანკი, ვერც თვითმფრინავი და ვერც ცოცხალი ძალა. ისეთ ვიდექით, რომ რუსი მფრინავების ჩაცმულობასაც კი ვხედავდით. ამიტომ არის კდორის ხეობის ჩაბარება, ყველაზე დიდი, სამხედრო დანაშაული, რომლის უტყუარი მტკიცებულებებიც არსებობს. ამას გიდასტურებთ და იგივეს იტყვის ყველა ღირსეული სამხედრო პირი და სხვა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი. ამ ყველაფერში პირადად მონაწილეობდა მაშინდელი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი, მისი ბიძა თემურ ალასანია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან. ყველა ეს ფაქტი უნდა იქნეს გამოძიებული და მკაცრად დასჯილი ყველა, ვინც ეს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის არის ძალიან დიდი ჭრილობა. ესენი არიან სამშობლოს მოღალატეები, პირადად სააკაშვილი, ასევე მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, ნარკომანი კეზერაშვილი, ყოფილი შს მინისტრი მერაბიშვილი. ამ უკანასკნელმა მან სააკაშვილის დავალებით გასცა ბრძანება, სიმონ ქარჩაიძეს დაავალა, რომ მთელი შეიარაღებული ძალები გამოსულიყვნენ კოდორის ხეობიდან. სვანები გვეკითხებოდნენ, შეიარაღებული ხალხი მიდიხართ და ჩვენ, უიარაღო ხალხს გვტოვებთო? ეს ჩემთვის, სამხედროფორმიანი ადამიანისთვის დიდი განცდა იყო, პასუხი ვერ გავეცი, რადგან მე არ მქონდა ის თანამდებობა, რომელიც ასეთ საკითხებს წყვეტდა. კოდორის ხეობასთან დაკავშირებით სააკაშვილმა რა დანაშაულიც ჩაიდინა, ყველაზე ცოტა, სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს, თუ არა ტრიბუნალზე გასვლას და დახვრეტას. ასე სჯიდნენ მანამდე ყველა სამხედრო დამნაშავეს. ასეულობით მილიონის ღირებულების რუსული და ამერიკული წარმოების შეიარაღება ჩააბარეს მტერს და ყველაზე დიდი დამნაშავე, მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია პარლამენტში გვიზის. იმაზეც ვისაუბროთ, როგორ შეიმუშავა ნაცების ლიდერ-შიფმა ერთობლივი ძალებით დანაშაულებრივი გეგმა, სამშობლოს გაყიდვის დიდი სტრატეგია.
– რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, კოლექტიური ნაცები თავიანთ მომხრეებიანად და ჟურნალისტ-`ენჯეოშნიკებიანად~, მაშინდელი ხელისუფლების მხოლოდ იმ `შეცდომას~ აღიარებენ, იმასაც ნაწილობრივ, რომ სააკაშვილი თურმე პროვოკაციაზე წამოაგეს რუსებმა. თქვენ რას ფიქრობთ?
– ეს ვერსია და ისიც, რომ თურმე რუსეთი შემოიჭრა და სააკაშვილი იძულებული იყო პასუხი გაეცა, არის სრული აბსურდი. პირდაპირ ვამბობ, ეს ყველაფერი განზრახ მოხდა, არავითარი შემოჭრა, რუსეთის ხელისუფლებასთან იყო ყველაფერი შეთანხმებული და განგებ ჩააბარეს კოდორიც და ცხინვალის რეგიონიც რუსებს ამ კრიმინალებმა. არავითარი 8 აგვისტო, ომი ამ დროს დაიწყოო, რომ გვასაღებენ. მე გეუბნებით და ორასი თანამშრომელი მაინც დაადასტურებს, რომ 2008 წლის 5 აგვისტოს, ნაძირალა მამუკა ყურაშვილმა, მიმართულების სარდლად რომ ყავდათ, სააკაშვილის დავალებით, ქართულ მხარეს რუსი სამშვიდობოების საგუშაგოებისთვის ცეცხლი გაახსნევინა. ისიც ვიცი ვინ ისროლა. რომ ამბობენ ოსური მხარე გვბომბავდა, სხვა იარაღიდანაც გვესროდნენო, ეს გამორიცხულია, არავითარი სროლები და პროვოკაცია არ ყოფილა ცხინვალის მხრიდან. გეკითხებით, საერთოდ რაში ჭირდებოდა რუსს პროვოკაცია? აქედან დავიწყოთ. რაო, ეშინოდა ჩვენი და ძალებს გვისინჯავდა? ეს ნაცმოძრაობის ეს ვითომდა მიზეზები არის სიცრუე. სინამდვილეში ეს იყო რუსეთის მაღალ ეშელონებთან ერთად დაგეგმილი, პუტინზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ იყვნენ გენერლები, ვიღაც მრჩევლები, ერთიანი ძალების შეთანხმებული, რომ დადგმულიყო სპექტაკლი, არავითარი ომი და რაღაც. სამაჩაბლოში ეს სპექტაკლი კი იმიტომ დადგეს, რომ სააკაშვილს, ნარკომან კეზერაშვილს, უშიშროების საბჭოს მდივან ბოკერიას დიდი ფული ეშოვათ და იშოვეს კიდეც მილიარდები. ცნობისთვის, არავინ საუბრობდა არც მაშინ და არც ახლა, 2006 წელს კოდორის ხეობა რომ დაიბომბა რუსი მფრინავის მიერ, ხოლო 2008 წლის 5 აგვისტოს გამთენიისას, ჩვენმა ჯარისკაცებმა ვითომდა მშვიდობისმყოფელ ყურაშვილის დავალებით, რუს სამშვიდობოებს, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ 19–20 წლის ჯარისკაცებს ცეცხლი რომ გაუხსნეს. ყურაშვილი რომ თავისი ინიციატივით არ გასცემდა ამ ბრძანებას, ორი აზრი არ არსებობს. მე რუსებს ხელს კი არ ვაფარებ, იმას ვამბობ, რაც სიმართლეა. ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს და სასამართლო განხილვის საგანი უნდა გახდეს. ყველა ის პერსონა, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა ამ სისხლიან ტრაგედიას, სამუდამო პატიმრობით უნდა იყოს დასჯილი. არავითარი შეწყალება და ამნისტია, ეგენი ციხეში უნდა დალპნენ და დაიხოცონ. ქართველმა მეფეებმა საკუთარი თუ შვილების სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს ჩვენი ტერიტორია, ამათ კი, სააკაშვილმა, ყურაშვილმა და მათმა მსგავსებმა რუს გენერლებთან და კრემლია მრჩევლებთან შეთანხმებით დაგვაკარგვინეს ამდენი ტერიტორია, ხოლო ხალხი დევნილებად აქციეს. ეს ხალხი, რომლებსაც წლების განმავლობაში სისხლი და ოფლი ჰქონდათ ჩაქცეული უძრავ-მოძრავი ქონების შექმნაში, იძულებული გახდნენ ყველაფერი მიეტოვებინათ და გამოქცეულიყვნენ, რომ ცოცხლები გადარჩენილიყვნენ. რამხელა თანხები იყო გათვლილი დევნილებზე და სად შეასახლეს, გეტოებში, ეს კიდევ ცალკე თემაა. დროშებითა და პურმარილით იყვნენ ჩასულები, რომ ვითომ ომს რომ მოიგებდა სააკაშვილი, ზეიმით უნდა შესულიყვნენ ცხინვალში. ჩაყვანილი ყავდათ ტელევიზიები, განსაკუთრებით `რუსთავი 2~ აქტიურობდა, პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ ყველაფერს, ეს კიდევ ერთი დანაშაულია, როცა როცა `რუსთავი 2~-ის ოპერატორი მიგყავს და პირდაპერ ეთერში აჩვენებ სად დგას შენი ქვეყნის ძალოვანი დანაყოფები და რა შეიარაღება აქვთ. ე.ი. კოორდინატებს აწვდი მტერს, რომ დაბომბონ და გაანადგურონ ჩვენი სამხედრო შენაერთები.
– სამშვიდობოების პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნას, ის ქვეყნები რომლებსაც წარმოადგენენ ეს ჯარისკაცები, აპატიებდნენ `ცეცხლის გამხსნელს~, ამ შემთხვევაში სააკაშვილს?
– არავითარ შემთხვევაში არ აპატიებდნენ, ეს სს-ის დანაშაულია, ის ჯარისკაცი დგას გამყოფ ე.წ. საზღვარზე, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება არ მოხდეს, რატომ ესვრი? გიმეორებთ, რუსეთის სამმშვიდობოების წარმომადგენლები ჩვეულებრივი ჯარისკაცები იყვნენ, არავითარი სპეცდანაყოფი და განსაკუთრებული ჯგუფი. 2008 წლის 5 აგვისტოს, გამთენიისას, ხუთს აკლდა ათი წუთი, იმ დროს ესროლეს ყურაშვილის დავალებით ჩვენმა დანაყოფებმა ცისფერჩაფხუტიანებს. ეს იყო განზრახ გაკეთებული, სააკაშვილმა სპეციალურად გააკეთა. თუ სადმე რაიმე დანაშაული იყო ჩადენილი, სააკაშვილი ყველაფრის საქმის კურსში იყო. იგივე 2006 წლის დასაწყისში, ვითომ ბუნტი რომ მოხდა ორთაჭალის ციხეში, ესეც წინასწარ იცოდა, რადგან მის გარეშე არაფერი ხდებოდა. ის არის პირდაპირი ორგანიზატორი 2008 წლის ომის და ორი ბრალდებით უნდა გასამართლდეს, როგორც სახელმწიფო და როგორც სამხედრო დამნაშავე, რაც მან ჩაიდინა, ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.
მანანა სუხიშვილი  
 
        
ევოლუციაა სწორი.
ფორუმი აქოცებს.