#56339540 · 25 May 2020, 12:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
მოკლედ გუშინ წინ, საღამოს მომცა სიცხე 37.5, ღამე ტემპერატურა ავიდა 38 გრადუსამდე. გუშინ დილით მთელი დღე მქონდა ტემპერატურა 37.3 დან 38.5 ამდე , ამ ხნის განმავლობაში საერთოდ არ მიმიღია არცერთი მედიკამენტი. მხოლოდ ჩაი და წყალი. აი ღამე კიდე ამივარდა 40 გრადუსამდე. პარაცეტამოლმა არ დამიწია და დავლიე აქსენ პორტე. მთელი ღამე ოფლში გავიწურე და დამივრად სიცხე. დღესაც მაქ სიცხე 37.5 .37.9. 38.0. სიცხის გარდა, სხვა არავითარი სიპტომის არ მაქ. არც ყელის ტკივილი და სიმშრალე, არც სურდო , არც ხველა,არც ცემინება, არც სუნთქვის უკმარისობა. გემოვნური თვისებები და ყნოსვაც შენარჩუნებული მაქ. არც კუნთები მტკივა და მაინცდამაინც სუსტად არ ვგრძნობ თავს. მოკლედ ველაპარაკე პირად ექიმს და ცხელების ცენტში გადამამისამართა, ცხლების ცენტში მითხრეს რომ კოვიდის რისკ ჯგუფს არ ვეკუთნი და სახლში გავაგრძელო მკურნალობა და 3 დღეში კიდე დამიკავშირდებიან. მოკლედ ძაან დავიბენი. მარტო სიცხე შეიძლება თან ახლდეს უბრალო გაციებას ან ნებისმიერ სხვა ვირუსს ?
მომიტევეთ თუ თემა არასწორად გავხსენი.
|