არაფერი არ იცვლება გინდა დემოკრატია დაუძახე და თუ გინდა სხვა რამე..
იყო უაზრო(ალოგიკური) კანონი,რომელიც უკრძალავდა ერთ ოჯახში მცხოვრებ(სამ ადამიანზე მეტს) ერთ მანქანაში ჯდომას..ოჯახები ვისაც 2 შვილი და მეტი ჰყავთ იძულებული იყვნენ რომ ორი რეისი გაეკეთებინათ მთელი ოჯახის ერთი ადგილიდან მეორეში გადასაყვანად..ნუ მძღოლის გვერდზე დაჯდომის აკრძალვაზე არაფერს ვამბობ..
რისი თქმა მინდა,რომ თითქმის ყველა,მთავრობის გამპრავებლებიც კი, ხვდებოდნენ რომ ეს იყო დიდი უაზრობა..თან ამ ვიღაცის უაზრო ახირების გამო ხალხს 3000 ლარით აჯარიმებდნენ..ამიტომ ყველა ხვდებოდა რომ ეს უაზრობაა და ყველა ლოგიკას მოკლებული,მაგრამ ყველა დაემორჩილა..
ხო და აქედან გამომდინარეობს ის რომ ხვალ თუ ხელისუფლებამ დაუსაბუთებლად გვითხრა,მაგალითად თავზე ვედრო თუ არ დაიხურე ისე გარეთ გამოსვლა აკრძალულიაო, ჩვენთვის ალოგიკური იქნება ეს,მაგრამ გამოდის რომ დავეთანხმებით და თავზე ვედროებით ვივლით..
This post has been edited by gemali on 24 May 2020, 15:02