ვიქტორ ვალდესი იყო გოლკიპერი, რომელსაც თუ არ ვცდები, ვერავინ გაუტანა 3 ბურთი ერთ თამაში. არადა,ვალდეს ბევრი მიიჩნევდა სუსტ
გოლკიპერად. დღევანდელი ქართული ოპოზიცია არ ვიცი ვალდესზე სუსტია თუ არა,მაგრამ ის კი ვიცი,რომ ოლივერ კანის დონე ნამდვილად არ არის. და საერთოდ რა არის დღევანდელი ქართული ოპოზიცია,თუ არა ძველი და უკვე მობეზრებული სახეების მცდელობა ისევ დაბრუნდენ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა,არიან ახალი სახეები,მაგრამ სამწუხაროდ მათი რაოდენობა ძალიან ცოტა. ისევ ნაცები და მათი ბელადი არის ოცნების ალტერნატივა. ბელადს კიდევ არა უშავს. შეიძლება მიშა არ მოგწონდეს ადამიანს და გძულდეს კიდეც,მაგრამ ყველაზე წონიანი პოლიტკოსი რომ არის ამჟამად ქართული პოლიტიკაში-ეგ ფაქტია. დაახლოვებით ისეთი ისეთი ფიგურა მიშა ოპიზიციაში,როგორიც თუფაქი იყო
დასავლეთ სანაპიროში,ანუ მთავარი ლიდერია

ვინ არიან სხვები: ვანო თუ წავა ნაცებში-ეგ იქნება კიდევ ერთი დიდი შავი ლაქა და მინუსი ნაციონალური მოძრაობის. მიშა ასე თუ ისე,მაინც მოსწონს ხალხს-ანუ იმათ ვინც ნეიტრალური მხარეზე დგას ან ბიძინაზეა გაბრაზებული-სამაგიეროდ ძალიან ცოტა ადამიანს ეხატება გულზე ვანო და მის ორი გვამი. ჩემი აზრით,ვანო ზიანის უფრო მოუტანს ნებისმიერ პარტიას,ვიდრე სარგებელს. სხვა ვინ ჰყავს მიშას თავის გუნდში ? ძირითადად ისტერიჩკა და ძალიან ნეგატიური რეიტინგის მქონე კადრები,რომლებიც მარტო პროვოკაციების მოწყობაში არიან დახელოვნებული,თუმცა ამ ბოლო დროს- ვერც მაგ საქმეს ართმევენ თავს კარგად. იგვე გვარამია ხშირად ძალიან აზრიანებს ოპოზიციას და ბიძიოს წისკვილზე ასხამს წყალს თავის უაზრო გამოხტომებით.
ნაცების შემდეგ ყველაზე ძლიერი ოპოზიცია გახლავთ- "ევროპული საქართველო" სადაც მართალია საკმაოდ ბევრი ინტელექტუალური რესურსია თავმოყრილი,მაგრამ მაინც ცუდად აქვთ საქმე. ჯერ მარტო იმით დავიწყოთ, რომ არ ჰყავთ თავიანთი მიშა. ბოკერია უნდა ჩავთავლოთ მაგათ ლიდერად. მაგრამ,მიუხედავად იმისა რომ გიგა ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსია და დებატებში ალბათ ყველაზე ძლიერიც არის,უბრალოდ ხალხი ვერ იტანს....უგულავაზე საერთოდ აღარ მაქვს საუბარი,მაგას მარტო ერთი + აქვს-უგულავას დიეტით ცნობილი.
არსებობს კიდევ "გირჩი",რომელიც პოპულარულია ახალგაზრდებში,მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენად აურიეს,მარტო ძალიან თავგადაკლული ფანების იმედზე დარჩენ. გირჩს ნამდვილად შეეძლო გამხდარიყო ძლიერი პარტია,მაგრამ, სამწუხაროდ, კლოუნებად დარჩენ.
სხვა ოპიზიაცი ვინები არიან ? ძმები ბერძენიშვილები, რომლებიც 1 პროცენტსაც ვერ აიღებენ,გაპარტახებული და ბოლომდე ჩასვრილი ოქრუაშვილი და ტრაკმლოკავა შალვა,რომელმაც ის მხარდამჭერებიც დაკარგა,რაც ჰყავდა.
ძალიან უსუსურია დღეს ოპოზიცია,თუმცა არც ხელისუფელბა მესი. ფაქტია ორივე ცუდ დღეშია (ნუ ყველაზე ცუდ დღეში ხალხი ვართ,მაგათ რა უჭირთ),თუმცა ხელისუფლებას აქვს ჯერ კიდევ ბევრი რესურსი იმისთვის, რომ ბიძინამ მე-3 ბურთი გაიტანოს და კიდევ 4 წლით დარჩეს ხელისუფლებაში. რა რესურსები აქვს ბიძინას: მთავარი მაინც ფინანსური მხარეა და ასევე ნაცებით დაშინება. თუ-ეს უკნასკნელი ისეთი ძლიერი იარაღი არ არის,როგორც ადრე იყო,პირველი კვლავ რჩება მძლავრე ჯოკერად,რომლითაც ბიძოს კვლავ შეუძლია მოჯოკროს და ისევ გახიშტოს ნაცები. გარდა ამისა,ოცნება კარგად გამოიყენებს ამ ვირუსის ამბებს თავისი პიარისთვის და ახალ კადრებსაც გაჩითავს ბიძინა + ეკლესიის მხარდაჭერა გარანტირებული აქვთ. ჩემი აზრით,ისევ მოიგებს ბიძინა,თუ რამე სასწაული არ მოხდა და მიშა მართლა არ ჩამოვიდა, რაც გამორიცხული,ხოლო უკრაინიდან მიშა ზიანს უფრო მოუტანს ოპოზიციას,ვიდრე სარგებელს.
მე ისევ ბიძინა მირჩევნია ამათ. ბოლოს და ბოლოს მერწყულია <3
მოკლედ, ოპოზიცი ბოლოს ისევ გვარამაძის სკილებით აღმოჩდება და ვერ შეინახავს კარს არა თუ მშრალად. ეგ კი არა,ისე მიდის საქმე- პოკერი არ შეასრულოს ბიძინამ