PoisonnIvyრამდენიმე თვეში შეიძლება ჩემს კოტრიალსაც დაესვას წერტილი, მაგრამ ეგ კარგი წერტილი იქნება

პროსტა ალბათ შოკში ვიქნებიმე რომ რაღაც უნდა ვაკეთო
ცხოვრებაში არ მიმუშავია, უფროსი არ მყოლია და ა.შ.
რამდენად შევეგუები ასეთ სიტუაცია აი დონთ ნოუ

საერთოდ ბუნებაში უნდა გქონდეს ადამიანს სიამოვნების მიღების ნიჭი რა
მიყვარს, ნელა რომ ვიღვიძებ, რომ გადავგორდები-გადმოვგორდები თბილ და დიდ საწოლში
ცოტა ფანჯარას შევხსნი და ტელევიზორს ჩავრთავ
ისევ დავწვები
რაღაც გადაცემებს ვუყურებ
ჩაიდანს დავდგამ
ნელ-ნელა ავდგები
პურს გავხუხავ, კარაქს წავუსვამ, მერე თაფლს და ყველს დავადებ
ამას რომ შევჭამ მადა გამეხსნება და ტაფაზე ყიყლიყოსაც შევწვავ
ჩაი რომ ადუღდება ისევ საწოლში დავგორდები და შოკოლადებსაც მივიტან
ნელ-ნელა შევჭამ და ვისიამოვნებ
შემდეგ ავდგები შევამოწმებ რაღაცებს და გავალ სხვა ოთახში და იქ ვუყურებ სერიალს ან კარგ ფილმს
უკვე მომშივდება... გავალ სამზარეულოში, გავხსნი ფანჯარას, რათა სუფთა(შედარებით) ჰაერი შემოვიდეს და დავიწყებ მარტივი, მაგრამ გემრიელი საჭმლის კეთებას
ამასობაში კარგ მშვიდ მუსიკას ვუსმენ
შევჭამ, წამოვწვები და გავაგრძელებ რაიმის ყურებას/წაკითხვას
1-2 საათში ვარჯიში მომინდება და სახლშივე ვივარჯიშებ მაღალი ალბათობით, ზოგჯერ სკეიტით ან ველოსიპედითაც ვიკატავებ გარეთ
გარეთ სადაც არავინ არ მიცნობს ან ვინც მიცნობს უბრალოდ ხელს ამიწევს და მორჩა
ან შეიძლება ვინმე შემხვდეს კიდეც, გავესაუბრები ცოტას და განვაგრძობ გზას.
ნელ-ნელა სახლისკენ დავიძრები, ისევ ჩაის დავლევ და ცოტა სასიამოვნოდ დაღლილი წამოვწვები
შევალ რომელიმე თამაშში და ვითამაშებ, ვითამაშებ თითქოს ამ თამაშის გარდა არაფერი არსებობს, მაქსიმალურ სიამოვნებას მივიღებ
დაღამდება და დავიძინებ... მშვიდად, სრულიად მშვიდად.
This post has been edited by არისტოტელე999 on 5 Dec 2018, 21:20