გილოცავთ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 102 წლისთავს, 26 მაისს!... ეს დღე, 26 მაისი, ქართველი ერის ისტორიაში არის ერთერთ ღირსშესანიშნავი თარიღი.... სწორედ 102 წლის წინ, საქართველო კვლავ მოევლინა მსოფლიოს როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახლემწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი-რომლის დამოუკიდებლობაც აღიარეს იმ დროის წამყვანმა სახლემწიფოებმა, მათ შორის, რაც მთავარია, მეტროპოლიამ!... მიუხედავად მტირს, რუსეთის და მისი მოკავშირეების ვერაგობისა და მუხანათობისა, ჭეშმარიტი ქართველების გულებში, ამ დღეს არასოდეს არ დაუკარგავს თავისი ბრწყინვალება
და სიდიადე, რამაც გამოიღო კიდეც თავისი შედეგი და 70 წლიან ოკუპაცია ანექსიის შემდეგ და აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა!... მიუხედავად რუსეთის აგენტურის არაერთგზის მცდელობისა საქართველოში, 26 მაისი მაინც აღიარებულია 1991 წლის 9 აპრილის
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ!... ხელისუფლებაში მოყვანილი თავისი
აგენტურის დახმარებით, საქართველოს დემოკრატყიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ფეხქვეშგათელვითა და
სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლით, იურიდიული თვალსაზრისით კარგად შენიღბულმა რუსეთმა, საქართველოსთან თავისი მძიმე მდგომარეობა ცოტათი შეიმსუბუქა კიდეც!... თუმცა ამ შეცდომის გამოსწორება შეგვიძლია თუ კი მას კარგად გავაცნობიერებთ და გავიაზრებთ!... დიდება და დღეგრძელობა ჩვენს სამშობლოს, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს!!!
https://www.youtube.com/watch?v=2Pq5TrLc-f4...ygYS2Y69f6T8Abs This post has been edited by Grigali on 26 May 2020, 02:33