#57702929 · 27 Mar 2021, 23:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიდი ხანია თავიდან ბოლომდე არ მისმენია. ძალიან უკონტროლო ჩანს. დემაგოგია არ გამკვირვებია.
პარანოია
ისტორია
ჰიპოკრატეს დროიდან ამ ტერმინით განისაზღვრებოდა აშლილობათა ფართო სპექტრი, რომელშიც ერთიანდებოდა სხვადასხვა ბოდვითი აშლილობები. XIX საუკუნეში მოხდა პარანოიის ცალკე დაავადებად გამოყოფა, რომლის გამოვლინებებს წარმოადგენდა მომჩივნელობის, დევნის, განდიდების ან სხვა შინაარსის სისტემატიზირებული ბოდვითი იდეები ჰალუცინაციების გარეშე. ე. კრეჩმერმა განაზოგადა პარანოიის განვითარების კანონზომიერებები და აღწერა ავადმყოფობის განვითარებისთვის დამახასიათებელი ტრიადა: ხასიათი, გარემო და განცდა.
ეტიო-პათოგენეზი
მკვლევრები პარანოიას ენდოგენურ დაავადებათა რიცხვს მიაკუთვნებენ. მიჩნეულია, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად გარკვეული როლი ციკლოიდურ, პიკნიკურ აგებულებასაც მიუძღვის.
სტატისტიკა
პარანოია ნაკლებად გავრცელებული დაავადებაა, მისი სიხშირე 0,025-0,03%-ია. ყოველი 300 000 ადამიანიდან 1 ავადდება. იგი ძირითადად 30-40 წლის ასაკში გამოვლინდება და უფრო ხშირად ქალებში გვხვდება.
განვითარება
პარანოია ვითარდება თანდათანობით, შემპარავად; თანდათან ხდება რეალური სიტუაციების გადამეტებული, ზეღირებულოვანი შეფასება. დროთა განმავლობაში ამ ზეღირებულოვანი იდეების მიმართ ქვეითდება კრიტიკა და ყალიბდება სისტემური ბოდვითი იდეები. ამ იდეების დასამტკიცებლად ავადმყოფები აყალიბებენ ლოგიკურ სისტემებს და ეყრდნობიან მოგონებებს, რომლებსაც არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ. ბოდვითი პროდუქციის ჩარჩოებს მიღმა ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას ეწევიან. ადეკვატურად იქცევიან გარემოში.
მკურნალობა
პარანოია, როგორც წესი, პრაქტიკულად განუკურნებელ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა ხანგრძლივი მკურნალობით შესაძლოა მოხდეს სიმპტომატიკის გარკვეული შერბილება
ლიტერატურა ავლიპი ზურაბიშვილი "ფსიქიატრია"; მიხეილ ასათიანი "ფსიქონერვოზები"; გიორგი ნანეიშვილი "ფსიქიატრიის მოკლე კურსი".
This post has been edited by altim17 on 27 Mar 2021, 23:30
--------------------
სწავლება, რომ ღმერთი არ არსებობს - ერთადერთი ხსნაა სინდისის ქენჯნისგან.
|