ახლახანს გემრიელი საჭმელი მოვიმზადე, წვიმის სურნელი ჩავისუნთქე
და ვიგრძენი უჩვეულო სიმშვიდე.
მესიამოვნა რომ ვარსებობ, რომ ვარ დიდწილად ჯანმრთელი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 100 (და ოდნავ მეტი) აიქიუთი. რომ ვცხოვრობ საქართველოში, სადაც ბევრი სამართლიანი, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი ცხოვრობს.
მივხვდი, რომ ჩვენს თავს ბევრი სიკეთე ხდება, პატარ-პატარა რამეები, რაც მივიწყებული გვაქვს, ყურადღებას არ ვაქცევთ და არ ვაფასებთ ხოლმე.
ეს იყოს ცხოვრების წვრილმანებით ტკბობის თემა. გნებავთ მადლიერების ან პოზიტივის თემა.

ცოტა ხანში სავარჯიშოდ გავალ. მიხარია, რომ ვარჯიშის უნარი და შესაძლებლობა მაქვს.