ყველა ვთანხმდებით რომ თბილისში მანქანების კოლოსალური რაოდენობაა, თანაც ყოველდღიურად ზრდადი. გაუსაძლისი საცობები და გამონაბოლქვი.
რატომღაც მანქანების ალტერნატივად მხოლოდ ველოსიპედები ახსენდება ხალხს. ველო კი კარგია, მაგრამ თბილისში ბევრი ვერ შეძლებს სიარულს.
21ე საუკუნეში ქალაქისთვის
ყველაზე(!) ეფექტური სატრანსპორტო საშუალება არის სკუტერი. ნახეთ ინტერნეტში სურათები - მადრიდი, ბარსელონა, იტალიის ნებისმიერი ქალაქი, ლონდონი, ტოკიო და ა.შ. სკუტერებით გადატენილი უზარმაზარი პარკინგები. ვინც ნამყოფი ხართ გეცოდინებათ...
1 ადამიანი უნდა დადიოდეს ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი ტრანსპორტით და არა ხუთისთვის
დაამარცხეთ თქვენში ჩაბუდებული "გლეხური მენტალიტეტი" და გაყიდეთ მოხრიგინე ჯიპები, თუნდაც ფიტები!
სკუტერის დადებითი მხარეები:
- ღირს გაცილებით ნაკლები ვიდრე ავტომობილი
- საწვავის წვა: 1-2.5 ლიტრი
- გამონაბოლქვი: მანქანებთან შედარებით უმინიმალურესი
- პარკინგის პრობლემა არ არსებობს!
- საცობში დალივლივებ!
სამწუხაროდ სკუერის ხსენებაზე უმეტესობას ახსენდება მხოლოდ პატარა ქინდერის "ტრაწიანი" სკუტერები, სკოლის ბავშვები რო დარბიან ხოლმე უჩაფხუტოდ.
არადა თანამედროვე სკუტერები გაცილებით ლამაზები და მძლავრებია. თბილისში მინიმუმ 5-6 სხვადასხვა მაღაზია ვიცი სადაც ხელმისაწვდომია ახალი უმაგრესი სკუტერები. მაიავტოზეც ყრია მეორადი კარგი სკუტერები კიდევ უფრო იაფად.
რას ფიქრობთ?
მერია ფული რაში ფლანგოთ რომ არ იცით, ჩაწერეთ და ჩააპროპაგანდეთ პრო-სკუტერული ვიდეოები.
კალაძე შემოჯექი ლამაზ ვესპაზე და ყველა შენ მოგბაძავს !მივესალმები პარკინგის გაძვირების ინიციატივას.
მაქსიმალური დისკომფორტი ავტომობილებს!!» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «