
უძმესია ემი

ძაან ცოტა მახსენდება, როცა ტოპ მეკარეს სკამიდან იგივე დონით ცვლის ვინმე და მარტინესმა ეგ გეგმა გადაჭარბებით შეასრულა.
ნუ არტეტამ რაც მოსვლის დღიდან გააკეთა, არის ტიტანური სამუშაო და ბორდი თუ გვერდში არ დაუდგა, არანაირი საშველი აღარ ყოფილა და ეგაა, მარა რატომღაც მგონია რო ამ ზაფხულს მნიშვნელოვანი ძვრები მოხდება.
უმთავრესია ის, რო გუნდი შეიკრა, შიგნით ატმოსფერო რადიკალურად შეცვლილია უკეთესობისკენ და კაკრაზ ეგაა გვირაბის ბოლოს სინათლის მომასწავებელი.
გუშინდელ თამაშზე რა უნდა ვთქვა. მიუხედავად იმისა, რო მსაჯზე ატრაკებენ (და არც თუ ისე უსაფუძვლოდ) ტაქტიკურად ძალიან დაიჯაბნა ჩელსი. პასით ვერ ამოდიოდნენ, ჟირუზე გადაკიდებულზეც უმეტესად სექონდ ბოლებს ვერ იგებდნენ და ა.შ. ჩელსის თემაშიც სწორად დაიწერა, რო თუ ისეთი ნელი მცველები გყავს, როგორიც ჩელსის, ეგეთი ამოწეული დაცვის ხაზით ეთამაშო ამ შეტევის მქონე გუნდს, ცოტა გაუმართლებელია. არტეტას მთავარი ღირსება ისაა, რო მიხვდა რა საყლევეთის პატრონია და უკნიდან ათამაშებს გუნდს. იცის რო ლუიზი ძალიან ნელია და მესამე მცველად აყენებს, სადაც მართლა კარგია. მწვრთნელის ადეკვატურობა მანდ ჩანს და ეგ მათქმევინებს იმას, რო მწვრთნელი გვყავს.