50 წლის წინ ზუსტად ასეთი თავდასხმის შემოქმედად კასტრო ან ნილოსის მუსოლინად წოდებული ნასერი გამოცხადდებოდა, მერე იასირ არაფატი, 80 წწ. ბოლოს - აჰმედ იასინი, შემდეგ კადაფი, უსამა ან სოლეიმანი. მთავარია, გამოცხადებულ მტერს მძიმე ბრალდება წაუყენო საკუთარი მორჩილი მედიის მეშვეობით, შექმნა ტოქსიკური გარემო, მერე იქნებ მის ფონზე სამხედრო ძალაც გამოიყენო, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში - არავინ დაიწყებს მტყუან-მართლის გარჩევას. ერაყში შეჭრის პერიპეტიები ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია, მას შემდეგ კი სხვადასხვა მეთოდებით ომის წარმოების მხრივ არაფერი შეცვლილა.
ორიოდე წლის წინ დაიწერა, თითქოს ვაშინგტონში საუდიელთა ელჩს მოკვლას აპირებდნენ სპარსელები. გაგრძელება არ მოჰყოლია ამ ამბავს, ახლა კი ჟურნალმა "პოლიტიკომ" თვითრეკლამა მოახდინა ისე, რომ საერთო შინაარსი შეინარჩუნა, ოღონდ ობიექტი და გეოგრაფიული მდებარეობა შეცვალა. მხოლოდ თვით ს.აფრიკის რესპუბლიკის სადაზვერვო სამსახურს ამ შეთქმულების შესახებ რატომღაც არაფერი გაუგია:
There was “no evidence or indicator”, the source said, so the plot was “not likely to be real”.
მცირე ხნის წინ განიხილებოდა ხმები კორეელი კიმის საიდუმლო სიკვდილის შესახებ, მანამდე ის, თურმე როგორ დააგლეჯინა მან საკუთარი ბიძა ძაღლებს. სენსაციების გამოცხობით საკენკს აგდებს მედიის ზოგი საშუალება, იქნებ ხალხი გაართოს ამ არცთუ ხალისიან დროს.