გუშინ ვუსმენდი ამ სიმღერას და ეს ერთი შეხედვით “ლამაზ” სიმღერაში რა ხარისხის ძალადობა არის ჩადებული.
“თუთის ხესთან შეგამჩნიე აივნიდან,
ვერ წვდებოდი, მოკრეფას კი ლამობდი,
ჟრუანტელი აივლიდა, ჩაივლიდა,
ვერ გშველოდი და შენსავით ვნანობდი.
წამწამებზე, ნაყოფივით დამეკიდნენ,
ნამის ღილად მოციმციმე ცრემლები,
ჩამოვედი, გაიქეცი, გაგეკიდე,
ჩამოგრჩი და შენს ნაკვალევს ვევლები.
რაღა მაინც ამ ჩემს თუთას შემოუჩნდი,
განა სხვაგან ცოტანია თუთები,
მე შენს მოსვლას იცოდე, რომ კიდევ ვუცდი
დაგიჭერ და მაგრად ჩაგეხუტები.”
ახლა გავარჩიოთ: ქალი თუ გოგო ცდილობდა თუთის მოპარვას. მის და საუბედუროდ თუთის პატრონი აღმოჩნდა პროფესიონალი სტოკერი, რომელმაც შეამჩნია ეს კრიმინალი და შეუდგა თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებას: სტოკერობას, თვალთვალთს. როგორც კი სტოკერმა იგრძნო რომ ქალი შეეძლო შეეპყრო გამოეკიდა. საბედნიეროდ ეს ქალი თუ გოგო აღმოჩნდა კარგი მორბენალი და გაიქცა. სტოკერი გამოეკიდა და ცდილობდა მის დაჭერას, არა პოლიციაში ჩასაბარებლად, არამედ სექსუალური ფეტიშის დასაკმაყოფილებლად. ქალი ვერ დაიჭირა და გაბრაზებულმა მოთქმა დაიწყო რომ ის ჩასაფრდებოდა და დაელოდებოდა იმ ქალს გამოჩენას, რომ დაეჭირა და სექსუალური ძალადობა განეხორციელებინა.
აი ეს სიმღერა პირველი საბჭოთა გეი ანსამბლის “ცისფერი ტრიოს” შესრულებით:
https://youtu.be/bISWwGiDGzU This post has been edited by NAOKI on 3 Jun 2020, 17:00
ორი კაციც და.. გავდივართ!
everyone gangsta til pasta storms in with vegetables.