#56390111 · 6 Jun 2020, 20:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაწყვეტი არამეული აპოკრიფიდან "სრულყოფილი ცხოვრების სახარება" , რომელიც ტიბეტურ მონასტერში იპოვეს (გამოიცა ბერნ-ში, ჰუმატა ფერლაგ ჰაროლდ. ს. ბლუმე)
"და ერთ დღესი ისე მოხდა.. რომ ერთმა ჭაბუკმა ქრისტეს და მის მოწაფეებს ცოცხალი ბაჭიები და მტრედები მოართვა ძღვენად და საკვებად. იესომ სიყვარულით შეხედა მას და უთხრა: "კეთილი გული გაქვს და ღმერთი გაგანათლებს; მაგრამ განა არ იცი, რომ დასაბამიდან ღმერთმა ადამიანებს მიწის ნაყოფი მისცა საკვებად და იგი არაა უფრო ნაკლები ვიდრე მაიმუნი, ან ხარი ან ცხენი ან ცხვარი, რომ ცოცხალი არსებები მოკლას და მათი ხორცით და სისხლით იკვებოს...
ამიტომ გაუშვით ცხოველები, დაე გაიხარონ ღმერთში და ნუ დაიდებთ მათ ვალს..." 28, 1-5 "და ხალხიდან ზოგიერთებმა თქვეს: ეს კაცი ისე ზრუნავს ყველა ცხოველზე თითქოსდა მისი და-ძმა იყვნენ" მან კი უპასუხა: ჭეშმარიტად, ესენი თქვენი თანამოძმეები არიან ღმერთის დიდი სახლიდან, თქვენი დები და ძმები, რომლებიც თქვენს მსგავსად მარადიული ღმერთის სუნთქვით ცოცხლობენ. და ვინც კი მათ შორის ყველაზე პატარაზე ზრუნავს და გაჭირვებისას საჭმელსდა სასმელს აძლევს. ამას ჩემთვისაც აკეთებს.." 34, 9-10
This post has been edited by SUARONI on 6 Jun 2020, 20:13
|