მაგალითად საქართველოს და ევროპის ბაზრისთვის ხომ იწყობა S ვერსია მობილურები სხვა პროცესორებით და აშუშუსთვის სხვა ვერსიებით

ალბათ იქაც ეგრე უნდა იყოს, გარანტიის პრობლემა რომ არა იქიდან გამოწერა სჯობს ყველაფრის, ფასიც შედარებით იაფი ჯდება და ხარისხიც უკეთესი აქვს.
რაც შეეხება 4კუ ტელევიზიას და ფილმებს:
უკვე 2-3 წელია რაც ესეთი ტელევიზორი მაქვს ანუ 4კ გაფართოებით ფილიფსი.
ყველაზე მეტად მტანჯველი და გულის დამწველი ისაა რომ ფილმების აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ კიდევ 2,3:1 (21:9 - ზე შეფარდებით დევს, რაც შეეხება 4კ ფილმებს ონლაინ, იშვიათად რომ ღია წვდომით იდოს, თუ გადმოიწერ კატასტროფული ზომა აქვს, თუ ონლაინშია ისეა დაკონვერტირებული ზომის გამო რომ ხარისხიც ჩაღეჭილი აქვს.
ზოგ ფილმში 2,3:1 (21:9) - შავი ზოლები ჩაკრულია ანუ შეიძლება გაფართოვებას ანალიზის დროს გიჩვენებდეს 1,78:1 (16:9) - მაგრამ ფილმის 4კ ტვ-ზე ჩართვის დროს საზიზღარ შავ ზოლებს უყურებ.
ნერვების მოშლის მეტი არაფერი მოუტანია ჩემთვის 4K TV-ს.
ტორენტი რომ ტორენტია იქაც ათასჯერ ყოფილა შემთხვევა რომ გადმომიწერია ფაილი და ჩაკერებული ზოლები ჰქონდა.
ინტერნეტის სისწრაფე თუ გიწყობს ხელს და არც გარე ვინჩესტერში გენანება ფული + თუ ტვ ანდროიდია ან ანდროიდ ტვ ბოქსს უყიდი შეგიძლია ტორრენტ სტრიმი ჩაურთო. მოკლედ ბევრი თუა ჯერ კიდევ 4K-ზე $$$$$$$$$$$$$$$$$
ჩემი TV-ს მონაცემები ასეთია:
გაფართოება: 3840 x 2160
ფორმატი: 16:9
არამგონია სხვა 4K ტელევიზორებზე რამე უკეთესად იყოს მატერიალების (კონტენტის) საკითხში.
ავატარს თუ ჩავრთავ ხოლმე ნერვები რომ დავიმშვიდო.
This post has been edited by almaximum on 25 May 2020, 02:16