ზუსტ ლოკაციას ვერ ვხვდები რუკით. და როგორც შემიძლია ისე მიგითითებ. იმედია მიაგნებ
ისთ ფოინთის დომინოს მხრიდან ზევით ადის ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა. უნდა იარო სულ პირდაპირ სანამ არ დაინახავ ხელმარჯვნივ შესახვევს სადაც გარშემო სულ ნაძვებია გაყოლებაზე. იმ შესახვევის ოდნავ ზევით რაღაცა ძველი რესტორნის პონტია რომელიც არ მუშაობს. რედან დაწნული ღობე აქ. რესტორნის მოპირდაპირედ კი სასაფლაოებია. იმ ნაძვებიან შესახვევში ხელმარჯვნივ რო შეხვალ მაქსიმუმ 200-300 მეტრი უნდა გაიარო და დაინახავ ხელმარჯვნივ დიდ ჭიშკარს. ძირითადად სულ ღიააა ხოლმე. იმ ჭიშკრამდე სხვა დიდი ჭიშკარი არაა. უნდა შეხვიდე ეზოში და მიხვიდე იამებთან. სანამ იამებთან მიხვალ შეიძლება დიდი ბეტონამეშალკები იდგეს. დატოვე მანქანა და ფეხით მიდი ბოქსებთან. 2-დახურული ბოქსი იქნება იმ ხელოსნის.

შავი რგოლით მოვნიშნე სასაფლაო, წითელი რგოლით ის მიგდებული რესტორანი, მწვანე რგოლით შესასვლელი პროფილატიკის ეზოში. ლურჯად მიმართულება.
სავარაუდოდ სწორად მოვნიშნე. ალექსანდრე თვალჭრელიძის მეოთხე შესახვევი გამოდის.
თუ რაიმე არასწორად მაქ მონიშნული, ან რამე შემეშალა. ერთი რამე უეჭველად მახსოვ რომ თვალჭრელიძის ქუჩას რო დაადგები დომინოს მხრიდან და მაღლა გაეშურები ის შესახვევი პროფილაქტიკის გზისკენ არის ხელმარჯვნივ. და იმ შესახვევის მთელ სიგრძეზე პროფილაქტიკამდე, გზის ორივე მხარეს არის ხეები. ხეები როგორცკი დაილევა ხელმარჯვნივ არის შესასვლელი იმ ტერიტორიაზე სადაც ბოქსებია.
იმედია არ დააიკარგები ძმაო და მიაგნებ. რავი როგორც შევძელი ისე მივათითე. ახლობელმა მიმიყვანა ერთხელ მაგ ადგილას თორე ვერც კი ვიფიქრებდი რო მანდ რაიმე იარსებებდა.
ვარკეთილის ხიდებთან ბევრი აბირჟავებს ზილებით. სანამ იქ მიხვალ თუ გინდა იკითხე თვითონ მძღოლებთან ამ ადგილას მიმასწავლეს და რამდენად დამეხმარება ეგ ადამიანი თქო. ან იქნებ თვითონ იმათმა მიგასწავლონ ხელოსანი.
კაიროზეც ბლომად პროფილაქტიკებია და შეიძლება იქაც გამოჩნდეს ადამიანი ვინც დაგეხმარება.
პირველ რიგში ვარკეთილის ხიდებთან გაიარე და დაელაპარაკე ბიჭებს. კაიროც იქვეა ორ ნაბიჯში.
This post has been edited by e36m3 on 11 Jun 2020, 17:40