#56409018 · 11 Jun 2020, 16:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ფიქრობთ რო ჩინა სპეცსამსახურები მართავენ ამ ქვეყანას ?
3 ფაქტს დაგიდებთ 1 . ანაკლია ჩინეთმა დაბლოკა 2. კორონა მარტივად გადავაგორეთ 3. ტიკტოკის პოპულარიზაციას ახდენს ქვეყნის ნ1 პოლიტიკოსი
TikTok აპლიკაციამ ყურადღება მიიქცია აშშ-ში. აპლიკაციის კომპანია 5.7 მილიონი დოლარით დაჯარიმდა ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ 13 წლის და უფრო პატარა ასაკის მქონე პირთა პერსონალური ინფორმაციის დამუშავების გამო. კომპანიას დაევალა, 13 წლის ასაკამდე ბავშვთა ვერიფიკაციის ადეკვატური ღონისძიებების დანერგვა, რომელიც გამორიცხავდა მათ მიერ აპლიკაციით სარგებლობას (რადგან აპლიკაციით სარგებლობისთვის შესაძლოა, ბავშვები ცრუ ინფორმაციას უთითებდნენ საკუთარ ასაკთან დაკავშირებით). პრობლემა შეიქმნა იმ კუთხითაც, რომ TikTok-მა საბჭოს მოთხოვნების მხედველობაში მიღებისა და ახალი პროფილის შექმნისას ასაკის ვერიფიკაციას ფუნქციის დამატების მიუხედავად, არ გაითვალისწინა ასეთი ვერიფიკაცია უკვე არსებული პროფილების მქონე პირების შემთხვევაში. კერძოდ, 2017 წლის ივლისიდან TikTok ითხოვდა ასაკის ვერიფიკაციას ახალი მომხმარებლებისგან, თუმცა არ განახორციელა ასეთი ვერიფიკაცია იქამდე არსებულ 56 მილიონამდე მომხმარებლებთან მიმართებით. შესაბამისად, უკვე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს ცვლილებები არ შეეხოთ. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ წაშალა ძველი მომხმარებლის პროფილი, მას არ წაუშლია ის მასალა, რაც ამ მომხმარებლების მიერ უკვე იყო ატვირთული აპლიკაციაში (ამასთან დაკავშირებით სამასამდე მშობელმა გამოთქვა პროტესტი ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბრისთვის).
ამასთან, TikTok ინახავდა პერსონალურ მონაცემებს იმაზე მეტი ხნით, ვიდრე სჭირდებოდა. სწორედ ამ დარღვევების გამო იქნა დაჯარიმებული კომპანია. ვინაიდან მსგავს აპლიკაციებს ხშირად წვდომა აქვთ იმაზე მეტ ინფორმაციაზე, ვიდრე ამის შესახებ თანხმობას აძლევს მომხმარებელი, აშშ-ში დაიწყო საუბარი იმაზეც, ხომ არ იყენებს აპლიკაციით შეგროვებულ ინფორმაციას ჩინეთი. მითუმეტეს, რომ TikTok-ის ამერიკაში მცხოვრებ პირთათვის განკუთვნილი უსაფრთხოების პოლიტიკის თანახმად, აპლიკაცია ავტომატურად აგროვებს სხვდასხვა ინფორმაციას - IP მისამართები, გეოლოკაცია, უნიკალური მადენტიფიცირებლები (unique device identifiers), ინტერნეტ ბრაუზერისა და ძებნის ისტორია (ასევე ის ინფორმაცია, რაც მომხმარებელმა ნახა პლატფორმის მეშვეობით) და Cookies ფაილები. ვინაიდან გაჩნდა ეჭვი ჩინეთის მიერ ზემოაღნიშნული მონაცემების სადაზვერვო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ, აშშ-ში ოფიციალურ დონეზე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო მოხელეებს მიეცეთ პირდაპირი მითითება, არ გამოიყენონ აპლიკაცია.
ვალოდიას კი არა ჩინეთს ებრძვიან უტრაკოამერიკანცები
--------------------
კარგი რამეა ფეისბუკი,ადრე დებილი რო იყო ადამიანი მარტო ახლო გარემოცვამ იცოდა. (C) amsona69
|