არა მასე მაგ კონკრეტული კვების ბლოკის შემთხვევაში არ არის.
ეგ კვება არის ორ არხიანი თითო 20 ამპერიანი. თუ რომელიმე არხს დატვირთავ 20 ამპერს გაუძლევს არ აქვს მნიშვნელობა რომელ არხს დატვირთავ პირველს თუ მეორეს, ორივე 20-20 ამპერზეა გათვლილი, მაგრამ ქვემოთ უწერია 384 ვატი და ეს იმას ნიშნავს რომ საერთო ჯამში 12 ვოლტიან არხებზე დატვირთვა არ უნდა გადაცდეს 384-ს. თუ ერთ-ერთ არხზე ექნება დატვირთვა 20 ამპერამდე (240 ვატი) მეორე არხზე დატვირთვა არ უნდა გადაცდეს 384-240=144 ვატი 144/12=12 ამპერი ესეიგი 12 ამპერს.... ან შეგიძლია გადაანაწილო თანაბრად არ აქვს მნიშვნელობა მთავარია საერტო სიმძლავრე 12 ვოლტზე 384 ვატი აქვს და არა 480....

საერთოდ ჯამში კვება კი არის 500 ვატიანი თუმცა ცალკე 5 ვოლტი და 3,3 ვოლტზე ნაწილდება დარჩენილი სიმძლავრე.
არის კვებები რომლებსაც 12 ვოლტზე ძალუძს მთლიანი სიმძლავრის აღება თუმცა კონკრეტურად ეგ შენი კვების წყარო მასეთი არ არის.
აი მაგალითად რეალური 40 ამპერიანი კვება 12 ვოლტზე, რომელსაც ძალუძს 12 ვოლტზე 40 ამპერის დაჭერა, მაგრამ ისიც იმ შემთხვევაში ამოქაჩავ 40 ამპერს თუ მარტო 12 ვოლტზე მიცემ დატვირთვას და გჭირდება მართო 12 ვოლტი თორემ სისტემაში ერთად ჩართული ყველა ძაბვიდან მოაკლდება სიმძლავრეები და 40 ამპერის ამოქაჩვა მარტო 12 ვოლტიდან ასეთ შემთხვევაში ამასაც გაუჭირდება, თუმცა ეს კვება ასეთი მონაცემებით ბევრად უკეთესია და სქემაც უკეთესი დევს შიგ, შედარებით ფასიც მეტი აქვს.
This post has been edited by Amper on 16 Jun 2020, 03:34
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)