როგორც რეპის მსმენელი დათრიგერებული ვარ სერიოზულად
ან როგორ შეიძლება კულტურის ერთი ელემენტი მოგწონდეს და მეორე გეზიზღებოდეს. თუ ტრიპ ჰოპი წმინდაა, რეპი ძღრენი როგორაა, რეპისა და ჰიპ-ჰოპ კულტურის წიაღში წარმოიშვა ისიც.
რეპ მუსიკა, კარგი რეპ მუსიკა, ლამის დოკუმენტალური ხასიათისაა. რეპერი აღწერს თავის თავსა და იმ გარემოს, რომელშიც და როგორც აღიზარდა. რისი სჯეროდა/სჯერა და რა გადახდენია თავს. რაღაც ეპოქის კაფსულასავითაა. სიტყვაზე 3500 წელს რომ დაინტერესდეს ვინმე 2000 წელს ამერიკაში საშუალო თეთრკანიანი რა ტიპი იყო, ემინემის მუსიკით შეიგრძნობს და გაიგებს ამას. ან 2ფაქის მუსიკით შეიგრძნობს როგორი იყო ამავე ამერიკაში შავკანიანისთვის ცხოვრება და რეალობა, მათი ფსიქიურობა.
მე რეპს იმიტომ ვუსმენ, მემგონი, და იმით მირჩევნია ყველა სხვა ჟანრს რომ ნამდვილია. (ოღონდ არაფრით არ უნდა აგვერიოს 69-ებსა და ვიღაც გუჩი გენგებში) სიმღერები იწერება ნამდვილ ამბებზე, ნამდვილ ადამიანებზე, ნამდვილ ფაქტებზე. ასეთი სინამდვილის განცდას იშვიათად მიტოვებს ნებისმიერი სხვა ჟანრის მუსიკა.
აქვე მერე არის ლირიკულობის საკითხი, როგორი ვერბალური აკრობატიზმითა და მოულოდნელი და უეცარი მეტაფორებით გადმოსცემს რეპერი თავის სათქმელს. აბსოლუტურად ყველა აღიარებული რეპერი ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება. იგივე 2ფაქი რომ აიღო და ქიუ თიპს შეადარო, ჩემი აზრით, ნონსენსია, იმიტომ რომ ტიპები სულ სხვადასხვა განზომილებაში არიან.
რეპ მუსიკა დღეს დღეობით ყველაზე დიდი მუსიკაა, ყველაზე დიდი როლი უჭირავს მუსიკის სფეროში. მაგრამ, ამავდროულად, არის ფოლკლორი. და ეს არ ესმის ბევრს. ქართველ რეპერებს მაგალითად. ქართული რეპი, ასევე ჩემი აზრით, არის სრული ძღრენი.
წარმოიდგინე, ფრანგებს რომ ქართული ცეკვა მოეწონოთ და ფრანგებმა რომ დაიწყონ ქართული ცეკვის შესრულება, ანუ, ხო რაღაც ვერ იქნება ისე როგორც საჭიროა, იმიტომ რომ ის ფუნდამენტები და ის ის რაღაც ნაპერწკალი მათ კულტურაში არ ჩასახულა. თუმცა, ქართულ რეპშიც არის ორიოდ ისეთი სიმღერა, სადაც ეს ნაპერწკალი დაიჭირეს და მიხვდნენ როგორ უნდოდა.
ენასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, და როგორ გესმის ინგლისური. ძალიან ბევრი რეპერი პირველივე ორი სტრიქონით ისე გჭრის ყურს რომ ვერ ანებებ მოსმენას თავს. მაგრამ თუ მისი სტრიქონის გამჭრიახობასა და გონებამახვილობის შეგრძნობაში ენობრივი ბარიერი გიშლის ხელს, მაშინ ჰო, მოგეჩვენება რომ ტიპი დგას და რაღაცებს ბაზრობს და ვერ იგებ, რატომ უნდა მოუსმინო.
რეპ მუსიკა ძალიან მრავალფეროვანია, გასართობიდან იწყება და სოციალური კომენტარისა და ბიოგრაფიულ ხასიათს ატარებს. გააჩნია არტისტს და გააჩნია სიმღერას. ზოგს ჰგონია რომ ნამდვილი ჰიპ-ჰოპი აუცილებლად სერიოზული უნდა იყოს, ან პირიქით, გასართობი და კაი პონტი. ეგ გემოვნების ამბავია.
დაგემშვიდობებით ბასილაიას მელოდიაზე აწყობილი სიმღერით, რომელიც ერთობ შესანიშნავმა და დღეისათვის, ჩემი აზრით, ყველაზე მაგარმა რეპერმა ძალიან კარგად გამოიყენა.
ეს სიმღერაც, არ მცოდნემ, შეიძლება უკუღმა გაიგოს, რომ ეს კაცი ვიღაცების დაბრედვით ბლატაობს, მაგრამ პირიქითაა, იმ სურათს ხატავს, სადაც ამერიკის გეტოში, ნარკოტიკზე შემჯდარი 15 წლის ბიჭები ერთი დოზა წამლისთვის ქალებსა და ბავშვებს ბრიდავენ. საკმაოდ შოკისმომგვრელია, მაგრამ რეალურია.