Blueსტუმარი
სტუმრის პოეზია

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 546
წევრი No.: 249808
რეგისტრ.: 7-April 19
|
#55349597 · 9 Oct 2019, 21:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მწეველებო, თუ გინდათ მოწევას თავი დაანებოთ, ამ 10 ხერხს მიმართეთ
1) აუცილებლად უნდა დათქვით დრო, მაგალითად, მომდევნო ორი კვირა და აირჩიეთ ისეთი დღეები, როცა ამისთვის იქნებით მზად. თუ, მაგალითად, 30 დეკემბერს გადაწყვეტთ მომდევნო დღეებიდან მოწევისთვის თავის დანებებას ეს არაეფექტური იქნება: წინ დღესასწაულები, სტუმრიანობა და შესაბამისად მოწევის ცდუნება გელით. აარჩიეთ ამისთვის ნეიტრალური დღეები.
2) ეს მარტივი არ არის და ფსიქოლოგიურად კარგად უნდა შეამზადოს მწეველმა საკუთარი თავი. ყველზე ეფექტური და სწორი გზაა, რაც უნდა ითქვას, რომ მარტივი არ არის. ეს თავის თავში კარგად დარწმუნებული ადამიანის გადაწყვეტილებაა, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გამოუვა. რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული რა ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას
3) შემდეგი გზა ორკვირიანი გეგმაა: თუ თქვენ დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწევით ყოველდღიურად სამ-სამი ღერით უნდა შეამციროთ ღერების რაოდენობა, შედეგად ორი კვირის ბოლოს თქვენ მოწევთ მხოლოდ ერთ ღერ სიგარეტს და ამ შედეგამდე მიხვალთ ნაბიჯ-ნაბიჯ.
4) აცნობებთ მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და თანამშრომლებს. თქვენ აუცილებლად დაგჭირდება მათი მხარდაჭერა და წახალისება. მნიშვნელოვანია, რომ გარშემომყოფებმა თავი შეიკავონ შეძლებისდაგვარად თქვენი თანდასწრებით მოწევისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება პირველ დღეებში მაინც.
5) გახადეთ თქვენი სახლი თამბაქოსთან დაკავშირებული ყველა ნივთისგან თავისუფალი, გადაყარეთ საფერფლეები და სანთებელა, ასანთი. ამით კიდევ ერთ ზედმეტ ცდუნებას ასცდებით, გააუქმეთ მანქანაში ელექტროსანთებელა.
6) წინასწარ უნდა იცოდეთ, რომ ორი კვირა გექნებათ დეპრესია, ხასიათის ცვლილება, შესაძლოა თავის ტკივილებიც, ხველა, უძილობა და ა.შ. მაგრამ შეეჩვიეთ, შეაგუეთ თავი ამ ყველაფერს, მოულოდნელმა თანმდევმა მოვლენებმა არ უნდა გაგტეხოთ.
7) აუცილებელია გააცნობიეროთ, რომ სიგარეტის მოწევა გარდა ჯანმრთელობისთვის შეგნებულად მიყენებული ზიანისა და მატერიალური ზარალისა არის დიდი დროის კარგვა – 40 ღერის მოწევისას, თუ გავიანგარიშებთ, რომ თითო ღერის მოწევას 10 წუთი სჭირდება, კარგავთ ექვს საათს.
8) წინასწარ უნდა დაგეგმოთ რისგან შეავსებთ მოწევისგან თავისუფალ დროს. ძალიან ცუდია, თუ ეს დრო მხოლოდ ჭამით შეივსება, რადგან ეს მეორე უკიდურესობაში ჩაგაგდებთ. აირჩიეთ სპეციალური ქმედებები, რითაც თამბაქოს ჩაანაცვლებთ, როცა მოწევა მოგინდებათ დაღეჭეთ კევი, დალიეთ რამდენიმე ყლუპი წყალი, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, თუ ამის დრო გაქვთ მოწევის ნაცვლად ისეირნეთ ფეხით.
9) არსებობს ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია, ეს არის მედიკამენტი, რომელიც შეიცავს ნიკოტინს და უნებისყოფო მწეველებისთვისაა. მწეველი თამბაქოს მოწევის ნაცვლად იღებს მედიკამენტს, ეს არის 3-თვიანი კურსი, ხალხისთვის, ვინც სხვაგვარად ვერ დაანება თავი მოწევას და საკმაოდ ეფექტურია. ამ დროს ადამიანი არ იმატებს წონაში, არ აქვს „ლომკა“. ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია არ არის რეკომენდებული ორსულების, მეძუძური დედების, ინსულტგადატანილებისა და კორონალური დაავადებების შემთხვევაში.
10) ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ შედეგი, რასაც მოწევის შეწყვეტით ვიღებთ, დგება ძალიან სწრაფად და მალევე შესამჩნევია. ქრონიკული ხველა და ქოშინი მწეველებს შეუჩერდებათ რამდენიმე კვირაში, მკურნალობის გარეშე. დიდი ძალა აქვს თავდაჯერებულობას, რომ თქვენ ამას შეძლებთ.
--------------------
კაიგაჩე © nata.nn
ანეკდოტს უცხო ენასა, ჭირსა არ გაეგებაო
ZdAll
|