ზაფხული იყო, დღე საღამოში გადადიოდა... გარშემო ხალხი დასიცხული და შეღონებული დადიოდა...
ბავშვების ჟრიამული აცოცხლებდა იქაურობას.
ხუჭუჭა, ოქროს თმიანი გოგონა ჭიქის ნაყინს ლოკავდა , ეპარებოდა ასე ვთქვათ.
როგორც ჩანს ერთ ნაყინზე მეტს ვერ მიიღებდა იმ დღეს და ნელ-ნელა ჭამდა სიამოვნების გახანგრძლივებისთვის, არადა თვალებში ეტყობოდა, რომ ორ ლუკმაში გადაყლაპავდა...
ჩაფიქრებული და ლუდისგან გამომსკდარი ვფიქრობდი ამ ბავშვზე და გარშემო ვერაფერს ვამჩნევდი ნორმალურად, ფოკუსი ამ პატარა არსებაზე მქონდა ..
ამ დროს ერთი ძროხა უკნიდან ისე ხმამაღლა და გაწელილი ასოებით ლაპარაკობდა მიიქცია ბოლო - ბოლო ჩემი ყურადღება...უბრალოდ სახეზე მაინტერესებდა როგორი იყო და თან მინდოდა მეგრძნობინებინა - გოგონა, ტეხავს ამხელა ხმაზე საუბარი თან ასეთი ფრაზების... ზანტად შევტრიალდი შენელებული კადრით და ამ გოგოს ისე გაუტყდა რაც ჩემს თვალებში ამოიკითხა - კაჩაობა დამიწყო, რას მიყურებო..
ცხოვრებაში პირველად არ გავეცი ასეთ აგრესორს ხმა (იმ მომენტამდე ეგრე იყო)
, შევტრიალდი და სიცილი ვერ შევიკავე, ხმამაღლა ვღრიალებდი, ვხარხარებდი.
ვიგრძენი "სუნი როგორ აუშვა "
რაღაცას ბურტყუნებდა მაგრამ ინტერესს მოკლებული ვიყავი გამეგო.


ხოდა ამ შესანიშნავი ამბავის იუბილეა, გილოცავთ