ცოდნა
როცა რაღაც იცი
იცი შეგრძნების მეშვეობით
რომელიც სუბიექტურად გადამუშავდება ტვინით
და დამოკიდებულია შენს დროულ/სივრცეულ პოზიციასთან
ანუ გგონია რომ იცი
ანუ რამდენიმენაირად შეიძლება იცოდე
თავად სიტყვაც რამდენიმენაირად შეიძლება გაიაზრო
თან დროის გასვლის შემდეგ მეხსიერება ცვლის იმ ცოდნას
ცოდნის მოპოვება იწყება იქედან
როცა აღიარებ, რომ არაფერი იცი
და გამოიყენება პრაქტიკულად
მაგრამ თითქმის ყველა სტრიქონში
სხვადასხვა ''ცოდნაზე'' ვწერ
გამოყენებული ლიტერატურა; ბ. რასელი; მამარდაშვილი; სოკრატე; ლაკანი
საბოლოოდ ყველაზე სულელური ცოდნა ისაა, რასაც ძალაუფლებისთვის იყენებენ არარისტოტელემო
ცოდნის დედა გამეორებაა
და ცოდვა ცოდნაა
ვინც არ იცის ის ნორმალურიაო
ვინც იცის ის გიჟიაო
და ვინხ სანახევროდ იცის
ის სამყაროს ანადგურებსო
ფუკომ
ა.შ.