ივანიშვილის ძმა, მღვდელმთავრები და ნავთობის შავი ბიზნესი - კონტრაბანდული ნავთოვის თემაზე საუბრობს, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, გოჩა ბახია, რომელიც სწორედ ნავთობის სკანდალურ საქმეზე იყო დაკავებული.
გოჩა ბახია, ნავთობის ბიზნესში წლების მანძილზე იყო ჩართული იგი არაფორმალური წესების დარღვევისდააპატიმრეს. ბახია დეტალურად ყვება როგორ მუშაობს სისტემა.
"ეს არის ფეიკი იმისთვის, რომ ირანული დავთობი და ა.შ...საბუთი გქონდეს, საიდან აწარმოებ. მათ უნდოდათ, რაც კი ნავთობი შემოდიოდა საქართველოში ყოფილიყო მათი კონტროლის ქვეშ. ამ წესებზე უარი განვაცხადეთ. წესები ასეთი იყო, თვითონ ჭამდნენ და ნარჩენები რაც დარჩებოდა შენი იყო. ეს საქმე ნავთობივით შავია. მაგალითად: გაგაქვს ნავთობი საბერძნეთში, რომელი ქარხნისაა, სადაა წარმოებული, ხომ უნდა აჩვენო საბუთი...სინამდვილეში ეს გადამუშავებულია და აქაა წარმოებული" - აცხადებს ბახია.
მისი თქმით, როცა მას ეუბნებოდნენ, რომ შავი ბიზნესის გათეთრებში უნდა ჩარეულიყო და "ოცნების" მაღალჩინოსნებმა მისგან უარი მიიღეს, საქმეში ჩაერივნენ სასულიერო პირები. მათ შორის იყვნენ მღვდელმთავრები და გოჩა ბახიას სულიერი მამაც.
შეხვედრა სასულიერო პირებსა და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს შორის შედგა საპატრიაქოში, რომელსაც თავად ბახიაც ესწრებოდა.
იგი აცხადებს, რომ შეხვედრაზე სასულიერო პირები მას ეუბნებოდნენ, რომ ადამიანები რომლებიც ჩართული იყვნენ ბიზნესში, კარგები და სანდოები იყვნენ და მათთან თანამშრომლება ღირდა.
"ჩემი კომპანიის კარგი ხარისხის ბენზინი გამოიყენებოდა გასაზავებლად...საქმეში მონაწილეობდნენ გარკვეული მეუფეები, მღვდელმთავრები და მეუბნებოდნენ, რომ ეს ხალხი არის სუფთა ხალხი და მათი ნდობა შეიძლებოდა. შეხვედრა საპატრიიარქოში შედგა და იყვნენ სამოქალაქო პირებიც. მათ სურდათ, რომ რაღაც ჯგუფთან ვყოფილიყავი" - აცხადებს ბახია.
აღნიშნულ ბიზნესთან მჭიდრო კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილი. მისი საქმეში მონაწილეობაზე მტკიცე უარყოფის მიუხედავად, დოუმენტებით მტკიცდება, რომ მას ნამდვილად აქვს ნავთობის შავ ბიზნესთან კავშირი.
ირკვევა, რომ ნავთობის გათეთრების ერთ-ერთი კვანძი ლილოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ადამიანი, რომელიც ლილოს ქარხანას მფარველობს ბიძნა ივანიშვილის ძმაა.
კორუფციის მკვლევარი, ქეთი ენუქიძე აცხადებს, რომ ქარხნის მფლობელები, ივანიშვილის ძმა და "ოცნება" მტკიცედ არიან გადაჯაჭვულები.
"კომპანია, რომელსაც პროდუქციის მიღების უფლება ჰქონდა დაკავშირებულია ალექსანდრე ივანიშვილთან. ალექსანდრე ივანიშვილის კომპანიას და ამ კონკრეტულ კომპანიას ჰყავს ერთიდაიგივე დირექტორი. დოკუმენტაციაში კომპანია "ციტადელს" პირდაპირ აქვს მითითებული, რომ არის დაავშირებული ნავთობთან. ოჯახთან კავშირი ამ კომპანიის მფლობელისა და დირექტორის ფიქსირდება საინტერესო იქნებოდა მათი დაკითხვა" - აცხადებს ქეთევან ენუქიძე.
ნავთობის შავი ბიზნესი და თამაში "შავი ოქროთი" შესაძლოა ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდეს. სწორედ აღნიშნულ თემაზე გაკეთდა მინიშნებები ვაშინგტონიდან თემაზე უკვე გაკეთდა, უკვე გაჩნდა კონგრესმენების ჩანაწერი, რომ სქართველო ირანთან არაფორმალურ გარიგებებს მწვანე შუქს უნთებს.
https://www.facebook.com/watch/?ref=externa...250910716209545