aleksandre_167სალამი.
პირველ რიგში, მეც მაწუხებდა ეს ამბავი და ვკომპლექსდებოდი. გავაკეთე მოკვლევა და მოკლედ გაგიზიარებ გამოცდილებას

ჰალიტოზის 90% გამოწვეულია პირის ღრუდან, ენის და ენის სულ უკანა ნაწილიდან. გამოხეხვასთან ერთად აუცილებელია კბილის ძაფის გამოყენება ე.წ "flossing". ძალიან აუცილებელია. აფთიაქებში არის. მეპირადად Orab-B ფლოსს ვიყენებ.
მერე მეორე, ენის სისუფთავე უნდა შეინარჩუნო აუცილებლად. ჰალიტოზის ძალიან დიდი ნაწილი მოდის ენიდან. ენის ჰიგიენურობა ჩათვალე 60-70% აგვარებს შენს პრობლემას.
ქართულ აფთიაქებში არვიცი მარა ამაზონზე შეგილია გამოიწერო წესიერი, ყველაზე მეტი review რომელიც აქვს. და მეტი დადებითი შეფასებები.
მე ეს მაქვს:
https://www.amazon.com/Orabrush-Tongue-Clea...84&s=hpc&sr=1-4კბილის ჯაგრისი არ გამოიყენო ენის გამოხეხვისთვის. არსებობს მაგისთვის სხვა საშუალება, რომელიც ზემოთ დავლინკე.
და ჰო დამავიწყდა, არ გამოიყენო ისეთი კბილის პასტები, რომლებიც შეიცავს: sodium lauryl sulfate - საშინელი რამეა. ამ ნივთიერებას იყენებენ რათა უფრო აქაფდეს კბილის პასტა და ილუზია შექმნას რომ გიწმენდავს და რაც ყველაზე ცუდი თვისება ახასიათებს ეს არის პირის გამოშრობა. პირს გიშრობს და მშრალი პირის ღრუ კარგ პირობებს ქმნის ბაქტერიებისთვის, რომლებიც შემდგომ გამოყოფენ არასასიამოვნო სუნს

საუბედუროდ აფთიაქებში ძალიან ბევრი კბილის პასტაა რომელიც ამ ნივთიერებას შეიცავს თუმცა კარგი ისაა რომ არის 1-2 რომელიც ამას არ შეიცავს და მე 2 წელია ვიყენებ(GUM ბრენდის: HaliControl):
https://www.kindionline.com/media/10015online-600x600.jpgჯიპისი აფთიაქში არის ყველგან და ძაან მომწონს.
ახლა დამატებითი საშუალებები

ძალიან ბევრი სავლები ვცადე ყველა ნაგავია და არაფერმა იმუშავა. პირველ რიგში მოერიდე ისეთ სავლებს რომელიც ალკოჰოლს შეიცავს. ალკოჰოლი კლავს ბაქტერიებს კი მაგრამ სამაგიეროდ პირს აშრობს რაც როგორც ზემოთ ვახსენე ბაქტერიების გამრავლებისთვის კარგი გარემოა მშრალი პირის ღრუ.
ერთადერთმა რამაც ჩემ შემთხვევაში იმუშავა არის ე.წ „"Therabreath" - ის პროდუქტები. ეს ამერიკული კომპანიია რომელიც ისეთ პროდუქტებს უშვებს, რომელიც სწორედ ამისთვის არის.
სავლები -
https://www.amazon.com/TheraBreath-Fresh-Br...ps%2C302&sr=8-6სპრეი -
https://www.amazon.com/TheraBreath-Fresh-Br...52-b09baa1ee7f7და ჩემი ყველაზე საყვარელი -
https://www.amazon.com/TheraBreath-Lozenges...52-b09baa1ee7f7ეს ბოლო კამფეტებია, რომელიც სულ ჯიბეში დამაქვს და პირის სიმშრალეს თუ ვიგრძნობ ამას ვწუწნი

დალშე კიდე ძალიან ბევრი პროდუქტები აქვს ამ კომპანიას და გადახედე ამაზონის საიტს. მე სულ ამ ზემოთ ჩამოთვლილებს ვიწერ ყოველ 4-5 თვეში ერთხელ და ძალიან მეხმარება. ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვამბობ ჰაერზე არ ვწერ

და ბოლოს, ძალიან ბევრი კვლევა გავაკეთე ამ პროდუქტზე:
https://www.amazon.com/PRO-Dental-Probiotic...ref_=ast_sto_dpreddit ზე ყველა ვინც შენს დღეში იყო და დაჟე ზემოთ რეებიც ჩამოვთვალე იმათმაც არუშველა ეს Pro-Dental Probiotics იღებდა და უშველეს.
მე გამოწერილი მაქვს მაგრამ ამ ბოლოზე თავს ვერ დავდებ, არ გამომიცდია და გამოცდილება არ მაქვს ამაზე.
P.S მე არც ექიმი ვარ და არც რაიმე სახის განათლება მაქვს. უბრალოდ ჩემი გამოცდილებას ვაზიარებ

და ბოლოს, 20 წლის ხარ და ყველაფერს ჯერჯერობით სენსიტიურად უყურებ და ნორმალურია მაგრამ შენი პრობლემა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც ზოგადად ცხოვრებაში ხდება ხოლმე.
ასე, რომ არ ინერვიულო, უნდა დაიკიდო და ნელ-ნელა წაიკითხო რაღაცეები ინტერნეტში, მოკლვევა გააკეთო და ა.შ
წარმატებები
This post has been edited by Shredinger on 12 Jun 2020, 21:23