#56824213 · 12 Sep 2020, 21:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან უცნაური შემთხვევაა - ქელეხი იკრძალება, ქორწილი იკრძალება და წინასაარჩევნო შეხვედრა არ იკრძალება. ეს რა ლოგიკაა, ცოტა ვერ ვხვდები, წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმუნიტეტი აქვს ხალხს ამაღლებული, ნაკლები ხალხი მოდის, ვიდრე ქორწილში და ქელეხში თუ როგორ არის ეს ამბავი?
ელისაშვილმა არ გამორიცხა, რომ მისმა პარტიამ წინასაარჩევნო სტრატეგიას გადახედოს.
„ძალიან უცნაური შემთხვევაა - ქელეხი იკრძალება, ქორწილი იკრძალება და წინასაარჩევნო შეხვედრა არ იკრძალება. ეს რა ლოგიკაა, ცოტა ვერ ვხვდები, წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმუნიტეტი აქვს ხალხს ამაღლებული, ნაკლები ხალხი მოდის, ვიდრე ქორწილში და ქელეხში თუ როგორ არის ეს ამბავი? ძალიან უცნაურად ჟღერდა ეს ყველაფერი. ასევე ძალიან უცნაური სანახაობაა დენდროპარკში რომ დღემდე ერეკებიან ხალხს, მიდით და დაათვალიერეთო, ასევე უცნაურია ოპოზიციური პარტიები 600-კაციან პურ-მარილებს რომ მართავენ. პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ ყველამ და პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ, ძალიან ვერაგ რამესთან გვაქვს საქმე, კორონავირუსთან.
ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, შვილები გვყავს ჩვენ თვითონ და ჩვენთვის არ არის უბრალო, როგორც იქნება ყველაფერი. ოპოზიციაში რადგან ვარ, ყველაფერს კი არ გავაპროტესტებ და ყველაფერზე ყვირილს კი არ დავიწყებთ?! როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი ქმედებებით ადამიანებს შეიძლება საფრთხე შეექმნათ, რა თქმა უნდა, ჩვენც ფრთხილები ვიქნებით. ოღონდ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ვითარება ნამდვილად რთულია და არ არის მარტივი და რეალურ პრობლემასთან და საფრთხესთან გვაქვს საქმე. ჩვენც გადავხედავთ ჩვენს გეგმებს. წინასაარჩევნო შეხვედრაზე უნდა შევკრიბოთ ხალხი და კორონა გადავდოთ? ამას ხომ არ გავაკეთებთ? ყველა ვფრთხილობთ, რადგან არავინ არაფრისგან დაზღვეულები არ ვართ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ანუ ამ გაგანია კორონას დროს, ათასობით ადამიანმა სახლიდან სახლში უნდა იაროს კოორდინატორად და ყოველ დღე 100 ადამიანს უნდა შეხვდეს? და უსიმპტომოდ რომ იყოს და ვერ ხვდებოდეს რას ვშვრებით მაშინ? მითუმეტეს, რომ სარისკო ჯგუფია ამდენი აქეთ-იქით სიარულის გამო. აგერ 2 პოლიტიკურ ლიდერს დაუდასტურდა უკვე. თაკო ჩარკვიანს და ლევან გოგიჩაიშვილს.
ნარკოტიკის მოხმარების დროს ერთ შპრიცს რომ აზიარებენ ხოლმე და ერთი ყველას გადასდებს რაიმე ვირუსს, ზუსტად მაგ შპრიცის ეფექტი ექნებათ ეხლა პოლიტიკურ კოორდინატორებს. დაურიგებენ მთელ კორპუსებს.
|