თავისუფლება ლომთა ხვედრია.
ჩვენ გვინდა თავისუფლება.
აუ თავისუფლება გვინდა.
ჩვენ გვინდა სიტყვის თავისუფლება.
რაარის ეს თავისუფლება ყველა რო ანძრევს ?
Eს რაღაც თან არსებობს თანაც არა.
ილუზია რომელიც აძლევს ხალხს მისწრაფების მოტივაციას, გათახსირებული მამაკაცი მასონების და სატანიკოსების მიერ მოგონილი სიძვა რომელიც წარწყმენდს ადამიანის გონებას და ძღრენში ატივტივებს მის ცნობიერებას, იდეა რომელიც ადამიანს აშორებს იმ სიწმინდისაგან რომელისაც იგივე პრინციპებით გ(ვ)ჯერა.
რატო წერს ამ ყველაფერსო დაგაინტერესებს, ბიჭო აი ეხა ზაფხულია, ვწევარ ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში და ვუყურებ კომპიუტერს, ეხა გავიღვიძე რადგანაც დილას გამოცდაზე ვიყავი და სახლში მოსულმა ეგრევე თავი ვტენე ბალიშს და დავიძინე.
ამ დროის განმალობაში რაც დაიწყო არდადაგები და ჩემი ### ლექტორის მიერ იტალიური აქცენტით წაკითხულ ლექციებს ინგლისური სამართლის შესახებ ვფიქრობ, ვკითხულობ და მართლა ვისვენებ. აი ყოველი საღამო რაღაც ჰორიზონტებს შლის. მოვიარე ვიმოგზაურე ცოტა, გავერთე, დავლიე მარა აი ეს მანიჭებს სიამოვნებას, ჯდომა მუსიკის მოსმენა და ფიქრი. ფიქრი მეხმარება თავის დაღწევაში, საიდანო გაგიჩნდება კითხვა და გიპასუხებ, აი მექანიკური ცხოვრებიდან, ადექი ჩაიცვი იმგზავრე ნახე წაიკითხე დაწერე აკოცე იოცნებე დაუბღვირე დაიძაბე დაკერე დაგკერეს და ა.შ.
ამ პროცესებისგან ემოციურად გადაღლილი ეძებ საშველს ურთიერთობებში რომელიც ვაფშე განადგურებს, ერთი ღამის დღნაურს არვამბობ იმენა ურთიერთობა, აი არა ცხოველური.
აი ყელში რო ამოგივა ერთი ღამის დღნაური ანდაც პროსტა რო არდაგევასება და გინდა იმ ემოციების და სითბოს გაზიარება რომელსაც ადამიანი იტევს. შენ შეილება არ გქონია ეს, მარა გინდა რომ გასინჯო რაარის ის რაც ადამიანებს უბიძგებს ალოგიკური საქციელებისგან.
ჩემი ბოლო გამოცდილებიდან ეგრედ წოდებული სიყვარული არის ფსიქიური მდგომარეობა, აი სენი რომელიც პირს გიტყნავს, პირს გიტყნავს არა გრძნობა არამედ ყველაფერი გარშემო.. კი ლამაზია ფერებშია ყველაფერი მაგრამ მაინც რაღაც ნიტოა.
მიფიქრია, აი მაგალითად რა არის ღმერთი? ღმერთI არის სიკეთისა და სიყვარულის სინთეზი, ენერგია რომელიც ატრიალებს და აცოცხლებს ყველაფერს. რა არის ეშმაკი? სინთეზი ნეგატიური ემოციებისა სიბნელესთან, სიბნელეს პირდაპირი მნიშვნელობით ვგულისხმობ.
აი რომელიმე რომ არ არსებობდეს,ხომ არ ექნებოდა სიყვარულს კაიფი ანუ იმის თქმა მინდა რო ტკივილი რომ არ იყოს კარგად ყოფნას ხომ ვერავინ ვერ იგრძნობდა ?
ალბათ სიყვარულიც ეგრეა, თუ ტკივილში არ გაიარე ვერ ეზიარები მის ფასს..
თუ ტოტალიტარულ რეჟიმში არ იცხოვრე ვერ დააფასებ ლიბერალურ დემოკრატიას.
თუ მშიერი არ გაგითენებია ღამე ვერ დააფასებ რაარის მაძღრად ყოფნა.
ამ ყველაფერში რაც დავწერე არანაირი ლოგიკური თანმიმდევრობა არ არის, არც მწერლობაზე მაქვს პრეტენზია, არც ვთვლი რომ რაიმე სახის ჩანახატს ვაკეთებ, უბრალოდ აი მინდა რო დავწერო ეს საღამოს ფიქრები რადგანაც ვიცი რომ ერთ თვეში ყოველის ღამის თენება იქნება გაერთიანებული სამეფოს დაუწერელი კონსტიტუციის გარჩევაში, პრეცედენტზე აგებული სასამართLო სისტემის აღწერაში და ა.შ.
Aლბათ საღამოობით ვიოცნებებ ამ დღეზე, როცა ვზივარ ვუსმენ კაი თრექს და თქვენ, სრულიად უცხო და ამასთან ერთად ახლო ადამიანებს გიზიარებთ ჩემ ფიქრებს.