ისე, ესენი თუ ასე გადაჭრით იძახიან, რომ გულშემატკივრების თანდასწრებით ჩატარდება, იქნება ჩვენთანაც დაუშვან გულშემატკივრები... ნაწილი მაინც... ისე გადაანაწილონ რომ სივრცე იყოს და შესვლამდე თერმოსკრინინგი, პირბადებიი და ა.შ.
უგულშემატკივროდ მაგარი ტეხავს ასეთი ეპოქალური თამაშის ჩატარება
როლან გაროსი გულშემატკივრების თანდასწრებით ჩატარდება !
მას შემდგომ, რაც აშშ-ს ღია პირველობის ორგანიზატორებმა ტურნირის ჩატარება დაადასტურეს, ამერიკულ სლემს პარიზულმაც მიბაძა - 2020 წელს როლან გაროსი გაზაფხულის ნაცვლად შემოდგომაზე გაიმართება და 27 სექტემბრიდან - 11 ოქტომბრის შუალედში ჩატარდება !
როგორც იცით, ამერიკულ სლემზე ტურნირის დახურულ კარს მიღმა ჩატარება გადაწყვიტეს - ამერიკაში საჩოგბურთო ვარსკვლავებს ტრიბუნებიდან არ უგულშემატკივრებენ.
იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდნენ პარიზული სლემის ორგანიზატორებიც, მაგრამ გულშემატკივრების გასახარად, ტურნირის უმაყურებლოდ ჩატარება არც კი განიხილება.
ამ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ისაუბრა :
"აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ტურნირი დახურულ კარს მიღმა ჩატარდეს. ჯერჯერობით უცნობია მატჩზე დასაშვები ადამიანების რაოდენობა, მაგრამ ამას საჯარო ხელისუფლებასთან ურთიერთობის ფარგლებში გავარკვევთ."
გარდა იმისა, რომ როლან გაროსზე გულშემატკივრები გვეყოლება, საფრანგეთში ტურნირის ყველა ასპექტში სრულყოფილად ჩატარებაა დაგეგმილი - თუ ამერიკაში საკვალიფიკაციო ეტაპი გაუქმდა და წყვილთა თანრიგში მოთამაშეების რაოდენობა შეამცირეს, როლან გაროსზე მსგავსი პრობლემები არ გვაქვს :
"ჩვენ ვინარჩუნებთ ტურნირს ერთეულთა, წყვილთა, შერეულ წყვილთა და სავარძლებით მოთამაშე ჩოგბურთელებისთვის. ტურნირთან ინტეგრირებულია საკვალიფიკაციო ეტაპიც. ერთადერთი რამ, რაც გადაჭრით არ ვიცით საკვალიფიკაციო რაუნდში მოასპარეზე მოთამაშეების რაოდენობაა, რომელიც ტრადიციული 128-დან შესაძლოა 96-მდე შემცირდეს." - აცხადებენ როლან გაროსის ოფიციალური წარმომადგენლები.
ყველაფრის ფონზე ვასკვნით, რომ აგვისტოდან საჩოგბურთო სამყაროში სიცოცხლე ბრუნდება - როლან გაროსის 2020 წლის გამოშვება კი იმით იქნება განსაკუთრებული, რომ 2019 წლის გამოშვებასთან შედარებისას უმცირეს, უმნიშვნელო განსხვავებებს თუ აღმოვაჩენთ !
https://adjarasport.com/tennis/posts/rolan-...yznFjBgEsbjgtLE This post has been edited by Choncxis mzera on 18 Jun 2020, 23:58