მოგესალემბით ყველას, მოკლედ მაქვს მიწა და ვერ ვუვლი ფიზიკური შრომის და ასევე დროის უქონლობის გამო... მჭირდება რაიმე პატარა ტრაქტორი რომელიც დამეხმარება და დამამუშავებინებს მიწას... მიწა არის 4000 კვმ. და იზრდება უსაშინლესი ბალახი რომელიც ბენზო ცელითაც კი საკმაოდ რთულად ითიბება... მიწა მდებარეობს ზემო-თელეთში... იყო 60/70 წლის გადაუტრიალებელი ყამირი და უდიდეს ტრაქტორს გადავატრიალებინე, მერე კი ჯვარედინად მოვახნევინე და ასევე დავაფრეზინე... ამჟამად არის ბამბასავით...

რომ ვრწყავ მერე ის ბალახი ადვილად ამოდის... ( წვეთოვანი მაქვს ნერგებთან და ფანტანის პრინციპით მაქვს გაშვებული) ნიადაგი ნამდვილად არ არის ცუდი მაგრამ გამწყვიტა რა ამ ბალახმა და მინდა რომ რაიმე პატარა ტრაქტორი ვიყოლიო და კვალებში როგორც მქონდა ანუ ბალახის ამოსვლამდე ისეთი ეფექტით მქონდეს... რაც შეეხება ტრაქტორს ხელის არ მინდა ანუ მოტო ბლოკი, მინდა დასაჯდომები რომ არის პატარები მსგავსი, მაგრამ თანხას რაც შეეხება არ მაქვს დიდი თანხა რომ გადავიხადო... რას მირჩევთ პატივცემულებო? დარწმუნებული ვარ ჩემზე მეტი გამოცდილება ექნება ვინმეს რომ დამაკვალიანოს... მადლობა წინასწარ...
This post has been edited by MR-WASH on 21 Jun 2020, 22:02