#56447534 · 20 Jun 2020, 15:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ხარ სანდო პიროვნება. სენტიმენტალური პროვნება.. ფორუმზე გაინტერესებს ხალხი შენზე რას ფიქრობს, არადა მარტივად შეხედე რა... ამდენ ადამიანში რეალურად ერთეულებს თუ აინტერესებს შენ როგორი ხარ ... მტკიცების ფორმატში ხარ და თავს სხვებზე მაღლა აყენებ. ცრუობ რომ რეგის უსმენ (ეს ჟანრი შენი ჭკუით გამორჩეულს გხდის ბევრისგან) არადა რეგი პოზიტიურ მოტივებზეა დაფუძნებული ძირითადათ და სიყვარულისკენ მოგვიწოდებს. ნამდვილი რეგის მსმენელს გასისხლხორცებული აქვს ამ ჟანრის თემატიკა და ნაკლებად აგრესიულია. ფორუმზე ცდილობ სხვების სიბრალული გამოიწვიო და ხარ ჩვეულებრივი მანიაკი...მანიპულატორი ხარ და ამ უკანასკნელ სიტყვაზე მაშა უკეთ დაწერდა თუ რას ნიშნავს მანიპულატორი შენი პოსტების მიხედვით. ფეისბუქზე კლასიკურ სიმღერებს აზიარებ ხოლმე ( თითქოს ამით არისტოკრატიულ ბუნებას უსვამ ხაზს) არადა ფლეილისტი სავსე გაქვს შავი პრინცის და რამდენად ტრაგიკულიც არ უნდა იყოს გია სურამელაშვილის სიმღერებიც კი. ჩემი რჩევა იქნება მარტივად შეხედო ცხოვრებას და იყო ის ვინც ხარ. ფორუმზე დიდი ხანი დაგჭირდება ჩამოირეცხო ის შეხედულობები, რაც უმეტესობას დაგვიტოვე და ნუ დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, რეალურ ცხოვრებას მიხედე... არაა ყველაფერში საჭირო ითამაშო განსხვავებული როლი, თუ შესამჩნევი ხარ 1000 კაცსიც შეიმჩბნევი, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება არც განსხვავებულად გეცვას და ბევრსაც არ აქტიურობდე. შენი სიკეთის მსურველი ვარ, ახლა კი შეგიძლია მტერი მიწოდო და მაფეისპალმო. ბევრ რაღაცას ხვდები რომ არ შევეხე, ესეც შეგნებას მივაწეროთ.
--------------------
იფიქრე ამაზე !
"ვინც ლუარსაბის სახეში თავის-თავს იცნობს, ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავის-თავზედ მიიღებს, ის, რასაკვირველია, ლაფის სროლას დამიწყებს და „გიჟიას“ დაუძახებს ამ მოთხრობის უხეირო დამწერსა."
Have You Ever Seen A Sad Man Smiling?!
|