ვფიქრობ არ უნდა იყოს უინტერესო თემა
ინსიპირაცია შემთხვევით ნანახმა ამ ლექსმა გამოიწვია
დანარჩენს კი მოისმენთ
https://voca.ro/1cqJ5nXMeHVmბედისწერის ცხენი
თოკს აბია ბედისწერის ცხენი,
მაგრად არის ჩარჭობილი პალო,
ზოგჯერ წყენით, ზოგჯერ აღმაფრენით
სადღაც მივალთ, რაღაცაზე ვწვალობთ.
თოკს ვერ გაწყვეტს ბედისწერის ცხენი,
პალოს მაღლა არ გაუშვებს მიწა,
ვერა ვხვდებით, რაგინდ ბევრი შევძლოთ,
ვერასოდეს ვერ მივაღწევთ მიზანს.
თოკს აბია ბედისწერის ცხენი,
ტრიალებს და გვატრიალებს ჩვენც,
ცა არ მოჩანს მაღლა ასაფრენი,
თოკი იჭერს ბედისწერის ცხენს.
ბედისწერა ხარხარებს და ხარობს,
კარგად იცის, ვინა ვართ და რა ვართ,
ერთხელ უნდა მიწა ამოთხარონ,
თოკის ბოლო სამარისკენ გვწევს.
და ერთხელაც, გაილევა თოკი,
ბედის ცხენით გაფრინდება სული,
გასრულდება დღენი ჩვენი ყოფის
და დადგება მარტოობა სრული...
რა არის თქვენთვის მიზანი, საინტერესოა ყველას აზრი ვინც აზროვნებს
ზოგისთვის ალბათ გამძაფრებული და გადამეტებული "მიზანი" იქნება როგორც ლექშშია აღნიშნული და ჩემი მოსაზრებაც მიზანთან დაკავშირებით
ზოგისთვის გენიალურობა სიმარტივეშია
ზოგისთვის პირიქით
ბედისწერასაც შეეხეთ თუ გინდათ მოკლედ რაღაც რევიუები დადეთ მართლა მაინტერესებს.. თან ამ ბოლო 3 წელია მგონი ემოციური მდგომარეობა საერთოდ ჩამკვდარია ჩემში და არ მიშლის ხელს იმაში რო მძაფრად აღვიქვავდე თუნდაც ამ მიზანს, არ მგონია მარტივი უბრალოდ ობიექტური შეხედულებით
ვნახოთ აბა ვინ რას ფიქრობს აღნიშნულზე
ვერა ვხვდებით, რაგინდ ბევრი შევძლოთ,
ვერასოდეს ვერ მივაღწევთ მიზანს.?
This post has been edited by POKERISBLUFF on 7 Jul 2021, 18:23