გილოცავთ!!!!

სულ ცხელ-ცხელი და სასიხარულო ამბავი მათთვის, ვისაც შეერთებულ შტატებში სურს სწავლის გაგრძელება!
მასკის პროგრამა დაიხურა, მაგრამ ფულბრაიტის გაიხსნა მაგისტრატურაზე სწავლის მსურველებისათვის.
აშშ საელჩომ 2014-2015 სასწავლო წლისათვის გამოაცხადა მიღება სამაგისტრო პროგრამაზე ნებისმიერ სფეროში ბიზნეს ადმინსიტრირების გარდა (MBA).
საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2013 წის 18 აგვისტო.კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს
- იყოს საქართველოს მოქალაქე
- დამთავრებული ჰქონდეს ბაკალავრიატი
- თავისუფლად მეტყველებდეს და წერდეს ინგლისურად
- J1-ვიზის მიღება შეეძლოს, რაც ნიშნავს რომ პროგრამის დამთავრების შემდეგ მინიმუმ 2 წელი დაბრუნდეს საქართველოში
- დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობა
- უპირატესობა მიენიჭებათ 30 წლამდე აპლიკანტებს
- სტუდენტებს ვისაც უკვე სწავლა დაწყებული აქვს აშშ უნივერსიტეტში, არ შეუძლიათ საბუთების გაგზავნა
-ასევე ვისაც აშშ რეზიდენტობა უნდა, არ შეუძლიატ საბუთების გაგზავნა
სააპლიკაციო პროცესი
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც ზემოთაღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია შემდეგი კომპონენტებით:
აუცილებელი:
- ონლაინ ფულბრაიტის სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა:
https://apply.embark.com/student/fulbright/international- სამი რეკომედატია:: ინსტრუქტორებისგან, პროფესორების ან სამუშაოს ზედამხედველებისგან
- ნიშნების ფურცლის ოფიციალური თარგმანი ინგლისურად
- ნიშნების ფურცელი - ოფიციალური, დამოწმებული თარგმანი ყველა სკოლისშემდგომი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან
- დიპლომები - ორიგინალის ასლები
დამატებითი მოთხოვნები:
- კანდიდატებმა სოციალურ მეცნიერებში, ჟურნალისტიკასა და ჰუმანიტარულში შეუძლიათ გამოაგზანონ ნაწერის ნიმუში - საკუთარი კვლევა, გამოწვეყნებული სტატია და ა.შ. - თუ ფუქრობენ რომ ეს გააძლიერებს მათ აპლიკაციას.
- ვიზუალური და გამოსახულებითი ხელოვნების კანდიდატებმა
უნდა გამოგზავნონ ნამუშევრის ნიმუში - ხელოვნების ნიმუშების პორტფოლიო, ვიდეო, ფილმი, მუსიკალური კასეტა და ა.შ.
- კანდიდატებმა შეიძლება გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე, თუ ამის სურვილი აქვთ. მაგრამ ეს არ არის აუცილებელი.
- საშემსრულებლო ხელოვნების კადნიდატებს შეიძლება ჰქონდეთ მოსმენა.
შერჩეული კანდიდატები ჩააბარებენ სტანდარტულ ტესტებს 2013 წლის სექტემბერში
ტოეფელი - მინიმალური 79 ან 80 IBT (550 PBT); რეკომენდირებულია IBT (600 PBT) ან ზემოთ (სამართალში მოთხოვნაა 100 ქულა და მეტი)
GRE – მოთხოვნაა უმეტესი სპეციალობებსითვის, გარდა სამართალისა.
აშშ საელჩო ტესტებს ჩააბარებინებს ნახევარფინალისტებს.
აპლიკანტებს ექნებათ სავალდებულო გასაუბრება აშშ საელჩოში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ფულბრაიტის სტუდენტური პროგრამის ძირითადი სპონსორია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი. პროგრამას ახორციელებს საერთაშOრისო განათლების ინსტიტუტი, თამანშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე.
ეს ორი სააგენტო ერთად მუშაობს უნივერსიტეტების ქსელთან, რომლებიც კონკურენტიის საფუძველზე ირჩევენ კანდიდატებს. ფულბრაიტის პროგრამის აწვევას ახორციელებს აშშ საელჩო საქართველოში.
თუ ვერ ახერხებთ აპლიკაციის ატვირთვას, ელფოსტაზე მიწერეთ
თეა კუჭუხიძეს.განცხადების ინგლისურ ვერსია აშშ საელჩოს ვებსაიტზე
http://georgia.usembassy.gov/resources/pro...n_students.html