საფრანგეთის ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე 2012 წლის თებერვალში ჩაანაცვლეს რენო სალენსით (ყოფილი დიპლომატი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანში).
მაგრამ როგორც ჩანს მისი მოღვაწეობა ამ ქვეყანაში არ დასრულებულა, ყოფილი ელჩი, ერიკ ფურნიე შესაძლოა ივანიშვილის მრჩეველი გახდეს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში - ამის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს ივანიშვილის პრეს-სამსახური. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით შემოთავაზება პირადად ივანიშვილისაგან მიიღო ჯერ კიდევ დეკემბერში და საუბარი იმდენად სერიოზული იყო რომ ფურნიემ საშობაო არდადეგებიც კი არ გაატარა ოჯახთან ერთად, ის საქართველოში იმყოფებოდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა ივანიშვილთან.
ამბობენ რომ ივანიშვილისაგან ამ შემოთავაზებას ფურნიე არ დათანხმდებოდა რომა რა მისი და ივანიშვილის საერთო მეგობრის, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის პირადი თხოვნაც, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო ამ შეთავაზებას.
არსებული ინფორმაციით ფურნიე უხელმძღვანელებს დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. უნდა აღინიშნოს რომ ერიკ ფურნიეს საკმაოდ მჭიდრო კონტაქტები აქვს ისეთ გავლენიან ორგანიზაციებთან როგორებიცაა, ამნისტი ინთერნეიშენელი, ჰააგის ტრიბუნალი (ამ უკანასკნელის მოსამართლე, ანიტა უშაკა სხვათა შორის მისი და ივანიშვილის გუნდში გადაბარგებული მინდია უგრეხელიძის ძალიან ახლო მეგობარია).
ყოფილი დიპლომატი ერიკ ფურნიე ცნობილია მისი საკმაოდ მკაცრი და მკვეთრი განცხადებებით არსებული ხელისუფლების მიმართ. მან ფაქტიურად ღიად დაადანაშაულა საქართველო 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყებაში. და მოგვიანებით ამ საკითხზე კომენტარს არიდებდა თავს.
გამოცემას თავად ერიკ ფურნიესთან დაკავშირება ამ ეტაპზე არ შეუძლია. როგორც ვიცით ის ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და უახლოეს დღეებში აპირებს საქართველოში დაბრუნებას.
აგერ წყარო ძმებო:
http://geo.palitratv.ge//akhali-ambebi/pol...-mrcheveli.htmlკაროჩე ძმებო ამანაც აიღო გაზპრომის ფულები! რა ვქნათ ახლა?
This post has been edited by bocmani on 11 Mar 2012, 20:24